საქართველო
ბელგიური პრესა: "გენტმა" ჩაკვეტაძის სახით შესაძლოა თვითნაბადი ოქრო მიიღოს "

ცნობილი ბელგიური სპორტული გამომცემლობა voetbalnieuws-ი გიორგი ჩაკვეტაძის გოლს გამოეხმაურა და მას ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტები ჩაკვეტაძის შესახებ შემდეგ რამეს წერენ :

" განახლებულ ბელგიის ჩემპიონატში რამდენიმე ახალი სახე ვიხილეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი გიორგი ჩაკვეტაძეა. გიორგიმ სადებიუტო მატჩი ბრწყინვალედ ჩაატარა "

" 18 წლის ეროვნებით ქართველს გააჩნია ნიჭი იმისა, რომ ძირითად გუნდში ღირსეული ადგილი დაიკავოს. მას პირველ წრეში სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა ახლა თავის გამოჩენა მოახერხა "

კომენტარი ჩაკვეტაძის შესახებ "გენტის" თავკაცმა ივეს ვარდენჰეიგმაც გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ ჩაკვეტაძე ზაფხულში ძალიან დაღლილი იყო და პრობლემები ქონდა, რის გამოც სათამაშო დრო არ ქონდა.

ვარდენჰეიგი მის ინტერესის შესახებაც საუბრობს და მბობს, რომ მისით "ბაიერნი" იყო დაინტერესებული, ახლა კი სია საკმაოდ გრძელია და ის "ტოტენჰემით" "ბორნმუთით" "დონეცკით" და "შახტარით" არის დაკომპლექტებული.

სტატიის ბოლოს, სპორტულმა საიტმა ჩაკვეტაძეს თვითნაბადი ოქრო უწოდა და ის "გენტის" ბრწყინვალე შანსად მოიხსენია.










კომენტარის დამატება