რუსეთის ნაკრებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის კომენტარი მეგრელებზე

საქართველო 26-თებ, 13:519 crash 5060 0






რუსეთის ნაკრებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის კომენტარი მეგრელებზე

“სპარაკისა“ და რუსეთის ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ РГ-სთან ინტერვიუშითავისი ქართული წარმოშობის შესახებ ისაუბრა.

- არ არის წინააღმდეგობა იმაში, რომ ქართველი ხარ, თუმცა რუსეთის ნაკრებში თამაშობ?

- ცოტა არის, თუმცა ასე მოხდა. ადრე მხოლოდ საქართველოში თამაშზე ვფიქრობდი, თუმცა ყველა პლუსისა და მინუსის გააზრების შემდეგ, მივხვდი, რომ რუსეთი უნდა ამერჩია. არაფერს ვნანობ.

- სამშობლოში შენი გადაწყვეტილება როგორ მიიღეს?

- საქართველოში ამით ბევრი უკმაყოფილო ადამიანია. ისინი მოღალატედ მთვლიან. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სახლში ჩემს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. დანარჩენი ჩემთვის საერთოდ უმნიშვნელოა.

- სწორად მახსოვს, რომ მეგრელი ხარ?

- კი, მეგრელი არ. ამ ხალხს თავისი ენა აქვს, რომელიც ქართულ საერთოდ არ ჰგავს. ამ ენაზე ვსაუბრობ.

- ქართულადაც?

- ცოტა უარესად. წერა და კითხვა საერთოდ არ ვიცი.

წყარო : sportline.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018