საქართველო
ვაკო გვილიამ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია

ვაკო გვილიამ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო გვილიამ, რომელიც შვეიცარიულ კლუბ "ლუცერნიში" თამაშობს, ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია.

ქართველი ლეგიონერი, შვეიცარიის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში, ზედიზედი მეორედ შეიყვანეს. 24–ე ტურში მან, "სიონის" წინააღმდეგ მატჩში (რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა), 90 წუთი ითამაშა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

შვეიცარიელი ქომაგები აღფრთვანებული არიან "ლიუცერნის" ახალწვეულით, რომელიც შესაძლოა მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზეც ვიხილოთ. გუნდი სატურნირო ცხრილში მე–6 ადგილზეა და 4–ეულში მოსახვედრად მხოლოდ 1 ქულა აშორებს.

თუ ქულების აღმოფხვრას მოახერხებენ გვილიას გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა.












კომენტარის დამატება