საქართველო
როგორ გამოიყურება ლანჩხუთის ,,გურიას“ გრიგოლეთის საწრთვნელი ბაზა, რომლის რემონტიც 400 ათასი ლარი დაჯდა

როგორ გამოიყურება ლანჩხუთის ,,გურიას“ გრიგოლეთის საწრთვნელი ბაზა, რომლის რემონტიც 400 ათასი ლარი დაჯდა


სამი წლის წინ გარემონტებული ბაზის რეაბილიტაციისთვის ლანჩხუთის მერია ამჟამად 20 ათას ლარს ითხოვს.

"2015 წელს 400 ათას ლარათ "გარემონტებული" საფეხბურთო კლუბ "გურიას "საწვრთნელი ბაზა ხელახლა ითხოვს სასწრაფო რეაბილიტაციას და ამისთვის 20 000 ლარის გამოყოფა ითხოვა ლანჩხუთის მერიამ. არადა იქ ისეთი მდგომარეობაა, რომ ოცი ათას კიდევ ერთი ნული რომ დაუმატო, არ ეყოფა იმ მდგომარეობის გამოსწორებას!“ - აცხადებს საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" კახა ასკურავა, რომელიც ბაზაში არსებული მდგომარეობის შესახებ ფოტომასალას ავრცელებს.

როგორ გამოიყურება ლანჩხუთის ,,გურიას“ გრიგოლეთის საწრთვნელი ბაზა, რომლის რემონტიც 400 ათასი ლარი დაჯდა


საწრვრთნელი ბაზისთვის, რომლის ინფრასტრუქტურაც მთლიანად მოშლილია, რამდენად იქნება საკმარისი 20 ათასი ლარი და რამდენად მიზანმიმართულად შეიძლება ჩაითვალოს თანხების ხარჯვა იმ შენობის სარეაბილიტაციოდ, რომლის პროექტი თავიდანვე დაწუნებული იყო, კითხვით ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილთან დაკავშირება ვცადეთ. მან ჩვენს საყტელეფონო ზარს არ უპასუხა, რაც შეეხება მერიის პრესსამსახურს, იქ გვპასუხობენ, რომ 20 000 ლარი გამოიყო ტექნიკური ხარვეზებისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელად:


"20 000 ლარი გამოიყო ტექნიკური ხარვეზებისა და დაზიანებების აღმოსაფხვრელად (არ არის საკმარისი ცხელის წყლის საჭირო რაოდენობის მიწოდებისთვის რეზერვუარის არსებული მოცულობა. აუცილებლობას წარმოადგენს დამატებით ახალი წყლის რეზერვუარის დამონტაჟება, მოსაწესრიგებელია სველი წერტილები და ა.შ.) აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა სრულ მზადყოფნაში იქნება ფუნქციონირებისათვის".

წყარო: newposts.ge












კომენტარის დამატება