[ეროვნული ლიგა]: "ტორპედომ" გასვლაზე "რუსთავს" მინიმალური ანგარიშით სძლია

საქართველო 10-მარ, 19:459 Sportsman 186 0





საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ" გასვლაზე მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება მოახერხა. ქუთაისელებმა, რუსთაველებს მინიმალური ანგარიშით სძლიეს.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" შემდეგი მეტოქე მესამე ტურისთვის თბილისის "ლოკომოტივი" იქნება. მატჩი 16 მარტს გაიმართება. რაც შეეხება "რუსთავს", მათი მეტოქე საჩხერის "ჩიხურა" იქნება, რომელთაც 17 მარტს დაუპირისპირდებიან.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა