ანდრეა პირლომ, კახა კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიიწვია.

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 01-მაი, 21:469 Sportsman 2082 0






ანდრეა პირლომ, კახა კალაძე გამოსამშვიდობებელ მატჩზე მიიწვია.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანდრეა პირლო საფეხბურთო კარიერას ოფიციალურად სულ მალე დაასრულებს. პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩის თარიღად 21 მაისი სახელდება. სავარაუდოდ, გამოსამშვიდობებელი მატჩი 21 მაისს გაიმართება.

მოგეხსენებათ, ანდრე პირლო "მილანში" 11 წლის განმავლობაში თამაშობდა, რის გამოც ბუნებრივია მის გამოსამშვიდობებლ მატჩზე "მილანელი" ფეხბურთელებს შორის ქართველი მცველი კახა კალაძეც ვიხილოთ. სანდო წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კალაძე პირლომ პირადად მოიწვია.

გარდა კალაძისა, მატჩში მონაწილეობას შემდეგი ცნობილი ფეხბურთელები მიიღებენ: დიდა, კრისტიან აბიატი, ჯანლუიჯი ბუფონი, დანიელე ადანი, ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, ფაბიო კანავარო, მარკოს კაფუ, ჯორჯო კიელინი, სერჟინიო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა, ჯუზეპე ფავალი, ჩირო ფერერა, ფაბიო გროსო, სტეფ ლიხშტაინერი, მალდინი, მატერაცი, ნესტა, ჯენარო გატუზო, ფრენკ ლამპარდი, ლეონარდო, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეპე, სიმონე პეროტა, მანუელ რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, მარკო ვერატი, დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, რობერტო ბარონიო, კრისტიან ბროკი, მაურო კამორანეზი,დე როსი, ტოტი, დელ პიერო, ჯილარდინო, ფილიპო ინძაგი და ტონი

პირლოს გადაწყვეტილებით, ლეგენდების მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018