ეროვნული ლიგა: "დილამ" საკუთარ მოედანზე პირველადგილოსან "საბურთალოს" დიდი ანგარიშით სძლია

საქართველო 20-მაი, 23:599 Sportsman 152 0





ეროვნული ლიგა: "დილამ" საკუთარ მოედანზე პირველადგილოსან "საბურთალოს" დიდი ანგარიშით სძლია

ეროვნული ლიგის მე-12 ტურში, გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე "საბურთალო" მიიღო და მეტოქეს დიდი ანგარიშით 4 - 1 სძლია.

შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ. მათ ერთი ბრწყინვალე შანსი ქონდათ ანგარიშის გახსნის, თუმცა დარტყმული მეტოქეთა ძელს მოხვდა და ბურთი საჯარიმოდან გამოვარდა.

ამ ეპიზოდის შემდეგ, რამდენიმე წუთში "დილამ" შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის მიწურულს, სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება არაერთი შეტევით სურდათ, თუმცა მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე კვლავ ბრწყინვალე შანსი ქონდა "საბურთალოს", თუმცა ეპიზოდის გამოყენება მათ ბოლომდე ვერ მოახერხეს, რასაც უმალ მოყვა "დილას" შეტევა და პენალტი თბილისელების კარში, რომელიც ლეგიონერმა ლეანდრომ გაიტანა.

მეორე გოლის შემდეგ, საბურთალო კიდევ უფრო გააქტიურდა, თუმცა მათი შეტევები ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიდიოდა, რასაც შეხვედრის კიდევ ერთი გოლი მოყვა.

მესამე გოლის შემდეგ, თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა სტუმარი გუნდი მომენტს მომენტზე ქმნიდა და მათ ანგარიშის შემცირება შეხვედრის მიწურულს 87-ე წუთზე შეძლეს.

მაშინ, როდესაც თითქმის ყველაფერი დასრულებული იყო, ლეანდრომ "დილას" სახელით მეოთხე გოლიც გაიტანა და ჰეტრიკი გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით "დილა" ეროვნულ ლიგაში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო "საბურთალო" კვლავ ლიდერია.

გუნდებს შემდეგი შეხვედრები 24 და 25 მაისს აქვთ.

"დილა" გასვლაზე "სიონთან" იასპარეზებს, ხოლო "საბურთალო" საკუთარ კედლებში "რუსთავს" დაუპირისპირდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018