სამწუხარო ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის ლატვიასთან შეხვედრის წინ

საქართველო 09-სექ, 10:439 Sportnews 1585 0



სამწუხარო ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის ლატვიასთან შეხვედრის წინ



როგორც მოგეხსენებათ დღეს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრები ლატვიის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრას ქართველი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელის.

საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს.

ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

საქართველო Vs ლატვია [ როგორია მატჩის კოეფიციენტები ? ]



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018