საქართველოს ნაკრების ხუთი მოთამაშე - ერთა ლიგის სიმბოლურში

საქართველო 14-სექ, 12:129 Sportnews 2806 0



საქართველოს ნაკრების ხუთი მოთამაშე - ერთა ლიგის სიმბოლურში



ცნობილმა სტატისტიკურმა ინტერნეტ-პორტალმა Whoscored.com-მა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის სიმბოლური ნაკრები შეადგინა და ყველაზე მეტად ქართველები გამოარჩია.

საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის საქართველოს ნაკრების ხუთი მოთამაშე მოხვდა – მეკარე გიორგი ლორია, ცენტრალური მცველი გურამ კაშია, შემტევი ნახევარმცველები, თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ჩაკვეტაძე.

ამას გარდა, სიმბოლურ გუნდში მოხვდა ლატვიის ნაკრების სამი მოთამაშე, ორი – ყაზახეთის და ერთიც ანდორას ფეხბურთელი. Whoscored.com-მა გუნდი 4-4-2 სათამაშო სქემით შეადგინა.

სიმბოლური ნაკრები: ლორია (საქართველო) – გაბოვი (ლატვია), ლოგვინენკო (ყაზახეთი), კაშია (საქართველო), მაქსიმენკო (ლატვია) – ოქრიაშვილი (საქართველო), კვეკვესკირი (საქართველო), ისლამხანი (ყაზახეთი), ჩაკვეტაძე (საქართველო) – გუტკოვსკისი (ლატვია), მარტინეს ალეხო (ანდორა).

წყარო: 1tv.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018