კობიაშვილის კრიტიკა არაბიძეს: ის ნაკრებში აღარ ითამაშებს

საქართველო 08-ოქტ, 14:279 Sportsman 959 0



კობიაშვილის კრიტიკა არაბიძეს: ის ნაკრებში აღარ ითამაშებს



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე გააკრიტიკა. გიორგის გაკრიტიკებას წინ უძღვის ვლადიმერ ვაისის კომენტარიც, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, რომ არაბიძესავით ახალგაზრდა ფეხბურთელები უფრო მეტს უნდა დარბოდნენ.

რაც შეეხება ფედერაციას და მის პრეზიდენტ კობიაშვილს, აქ კრიტიკა არა სირბილის, არამედ პირადად გიორგი არაბიძის მიმართა.. ერთ-ერთ გადაცემაში ლევანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა :

მას ნაკრებში ვერ ვნახავთ და ეს მიუხედავად იმისა, თუ რას წარმოადგენს და რა შესაძლებლობები აქვს. ამ გუნდის მთავარი ღირებულება და სიძლიერე ისაა, რომ ერთი გუნდია. არავის აქვს უფლება, თავისი პირადი ინტერესითა და საქციელით გუნდი დააზარალოს. ის საქციელი, რომელიც მან თუნდაც ყაზახეთთან ან ლატვიასთან მატჩების შემდეგ ჩაიდინა... ეს ფეხბურთელი სტადიონზე არ დარჩა და თავის გუნდს მხარი არ დაუჭირა, მაშინ როდესაც სტადიონზე 10 000 გულშემატკივარი იყო მოსული


შეგახსენებთ, რომ პორტუგალიული "ნასიონალის" ფეხბურთელი გიორგი არაბიძე ცოტა ხნის წინ ნაკრებში არ გამოიძახეს, რასაც უმალ მოყვა გულშემატკივრების ინტერესი.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018