Image

16– წლამდელების ნიგერიული ტესტი

საქართველო 01-მარ, 01:249 admin 2951


















რამდენიმე დღის წინ, შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, საქართველოში იმყოფებოდა ნიგერიის საფეხბურთო აკადემიური სკოლის გუნდი, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს 16– წლამდელთა ნაკრებ გუნდს დაუპირისპირდა (მთავარი მწვრთნელი – გელა შეყილაძე).

მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმარი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

გელა შეყილაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

საქართველო: დათო მარიამიძე (დავით ბააზოვი 55), გაგი მარგველაშვილი (გაგი კირთაძე 60), ზურა გელაშვილი (ბაკურ გაბედავა 40), ზურა მალანია, გიორგი თევზაძე, ანრი არველაძე (ოთო კობახიძე 60), გიორგი ხორხელი (გიორგი ბუნტური 62), თორნიკე ტურავა (ცოტნე მესხი 40), კოტე ჭაბაშვილი, ლუკა ზარანდია (ზურა ჯაფიაშვილი 62), რომან ჭანტურია

გოლები: მალანია (60), ჭანტურია (75)

გელა შეყილაძის თქმით, აფრიკელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ფიზიკურად დაჩაგრეს ქართველები, რადგან ისინი 2–3 წლით უფროსები იყვნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, 16– წლამდელებს ურიგოდ არ უასპარეზიათ და მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შეასრულეს.

საქართველოს ნაკრები, ძირითადად, დაკომპლექტებული იყო იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ნოემბერ–დეკემბერში ჩატარებული სასელექციო სამუშაოების შედეგად შეარჩიეს.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 16– წლამდელები მაისში, აზერბაიჯანელ თანატოლებთან, სტუმრად გამართავენ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა