დღის ახალი ამბები

მორიგი კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში – „ვალენსიამ“ პატარა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა

მორიგი კვარაცხელია ევროპულ ფეხბურთში – „ვალენსიამ“ პატარა ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა
14-10-2023, 21:57

როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გაიბრწყინა, ესპანურმა გამოცემა estadiodeportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველ თავდამსხმელს „ვალენსიაში“ გადასვლის შანსი ჰქონდა. გიორგი მამარდაშვილის გუნდში კვარაცხელია მაინც ჩაირიცხა, ოღონდ ის პატარაა და ანდრია ჰქვია.

„კიდევ ერთი ქართველი „ვალენსიაში“ – ანდრია კვარაცხელია“, – წერს სოციალურ ქსელში მენეჯერი ლევან სალარიძე, რომელმაც მადლიერების ნიშნად ანტონიო ლოპესი მონიშნა, საფეხბურთო აგენტი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში“ გადასვლისას მეკარის მენეჯერის, ლევან სეთურიძის პარტნიორი იყო.

ანდრია კვარაცხელიას ოჯახის შესახებ ეროვნული ლიგის გვერდზე გამოქვეყნებული სიუჟეტიდან ვიგებთ. მამამისი, გიორგი კვარაცხელია სოხუმელია. მისი ძმები – ალექსი და თომაც ფეხბურთელები არიან. ოჯახი ესპანეთში გაემგზავრა, სადაც ძმებს ნიჭიერ მოთამაშეებად იცნობენ.
8 წლის ანდრია კვარაცხელია ესპანეთში, საფეხბურთო კლუბ „აკადემია 380“-ში ვარჯიშობდა. ამ კლუბში გახდა იგი 2023 წელს კოტიფის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი (ტურნირზე ანდრია კვარაცხელიას „აკადემია 380“-მა „ვალენსია“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა – nostal.ge). ცოტა ხანში ანდრია „ვალენსიას“ ასაკობრივ გუნდში ჩაირიცხა. მასში დიდი პოტენციალი დაინახეს და 8 წლის ასაკში კონტრაქტი გაუფორმეს.
აღსანიშნავია, რომ სელექციონერების ყურადღება ანდრია კვარაცხელიას ძმებმაც მიიქციეს.


წყარო: 1tv.ge




გაზიარება
მოინახულეს 1 739-ჯერ
კომენტარები
რეკლამა