Image

საქართველო-ხორვატიის მატჩზე ბილეთები 20 მარტიდან იყიდება

საქართველო 21-მარ, 22:419 admin 2216


26 მარტს გასამართი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩზე, საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებ გუნდებს შორის დასწრების მსურველ გულშემატკივრებს შევახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა დაიწყო 20 მარტს, დილის 11 საათიდან.

ბილეთების შეძენა შეგეძლებათ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში. ასევე, "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროში. ქალაქში იმოძრავებს სფფ-ს მოძრავი სალარო - მანქანაც. კვლავ ძალაშია სასაჩუქრე მაისურების აქციაც, - ყოველ შეძენილ 5 ბილეთზე, გადმოგეცემათ 1 მაისურა - "გახდი მეთორმეტე".

აქვე, გთავაზობთ მოძრავი სალაროს ქალაქში გადაადგილების გრაფიკს:

20 მარტი - მეტრო "ვარკეთილი" (11- დან 18 საათამდე)

21 მარტი - მეტრო "ვარკეთილი" (11- დან 18 საათამდე)

22 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)

23 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)

24 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)

25 მარტი - სააკაძის მოედანი, ტექნიკურ უნივერსიტეტთან (11- დან 18 საათამდე).

26 მარტს, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ეროვნული სტადიონის სალაროებში, საღამოს 6 საათამდე. 18:00- ის შემდეგ, ბილეთების გაყიდვა შეწყდება.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების ფასია 5, 7, 10, 20 და 30 ლარი. ყველა ზემოთმითითებული სალარო იმუშავებს დილის 11- დან საღამოს 6 საათამდე.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (367)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა