დღის ახალი ამბები

კალაძე კვარაცხელიაზე: გუნდში ლიდერია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი

კალაძე კვარაცხელიაზე: გუნდში ლიდერია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი
23-11-2023, 09:12

ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ფეხბურთი იმიტომაა საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 კაცი მინდორზე. მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოვიპოვოთ. 

აღნიშნა კახა კალაძემ ერთა ლიგის ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას არდაშვებაზე კომენტირებისას. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია. 





გაზიარება
მოინახულეს 285-ჯერ
კომენტარები
რეკლამა