დღის ახალი ამბები

რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩში?

რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩში?
30-11-2023, 09:39

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე "რეალთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.

ქართველმა Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა, Whoscored-ისგან - 6.6, ხოლო Flashscore-სგან - 6.4. ნეაპოლური გუნდიდან მასზე მაღალი შეფასებები ჯოვანი დი ლორენცომ, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და ჯოვანი სიმეონემ მიიღეს.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი კი "რეალის" შემტევი ჯუდ ბელინგემი გახდა (9.0, 9.1, 9.5).

წყარო: sportall.ge





გაზიარება
მოინახულეს 416-ჯერ
კომენტარები
რეკლამა