ქეცბაიამ თავად გადაწყვეტა - ისრაელში გოგუას გარეშე

საქართველო / უცხოური ფეხბურთი / ევროტურნირები 28-მარ, 14:549 Sportnews 2254 3





ისრაელში, საქართველოს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში გოგიტა გოგუა მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით არ ითამაშებს. ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა ლაშა დვალიშვილმა ისრაელიდან აცნობა.

"ეს იყო მწვრთნელის გადაწყვეტილება - ქეცბაიამ გადაწყვიტა, რომ გოგუა ისრაელთან შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას. არ დასახელებულა არც მიზეზი და არც მოტივი. უბრალოდ, მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ გოგიტა გოგუა გუნდთან ერთად არ წამოსულიყო", - განაცხადა დვალიშვილმა.

გოგუასა და ქეცბაიას შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციაზე კი დვალიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე დაზუსტებული პასუხის გაცემა მხოლოდ თავად ქეცბაიას და გოგუას შეუძლიათ.
"მომავალში კი, როცა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ნაკრებს გოგუას დახმარება სჭირდება, ბუნებრივია, გამოიძახებს", - განაცხადა დვალიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ნაკრები 19:00 საათზე ივარჯიშებს.

"აეროპორტში ნაკრებს ქართველები დახვდნენ. ფეხბურთელებს ძალიან კარგი განწყობა აქვთ და ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამი ქულა წამოიღონ ირაელიდან", - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.

საქართველო-ისრაელის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა ისრაელში ხვალ გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარები 3

id-2b4bbdb3 30-მარ, 02:52

სამწუხაროა რომ წავაგეთ,მაგრამ არ უნდა დაიგრუზონ ბიჭები,ჩვენი გამხნევება ჭირდებათ,და მათ გვერდით ვართ კიდეც,არ ვგულისხმობ იმ ხალხს ვინც ოპოზიციაა,და ვერასდროს ვერაფერს ვერ ხედავს კარგს.ყველაფერი წინაა,მე მჯერა ჩვენების:*:*:*:*

slim4you 28-მარ, 23:41

რაულიტო,
მეც მაგის იმედი მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ გოგუამ რაღაც მიქარა.

Sportnews 28-მარ, 14:56

არ ვიცი არაა კარგი ამბავი , იმედია ტრავმა აქვს გოგუას და კონფლიქტი არ მომხდარა, თორე გოგუა დააკლდება ნაკრებს , მაგრამ თუ მწვრთნელთან კონფლიიქტი მოუვიდა , რა თქმა უნდა მწვრთნელი რომ არ გამოიძახებს არც იქნება მტყუანი , მარა იმედია კიდევ ვიმეორებ კონფლიქტი არ მომხდარა.
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018