Image

გიორგი ნემსაძე "დინამოს" სპორტული დირექტორია

საქართველო 28-მარ, 19:259 Sportnews 3639


















თბილისის დინამოსა და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორად იმუშავებს. გიორგი ნემსაძემ ფეხბურთელის კარიერა დინამოში დაიწყო და დინამოში დაასრულა.

მდიდარი საფეხბურთო კარიერის მანძილზე იგი იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, შოტლადიისა და თურქეთის გუნდებში გამოდიოდა. იგი წლების მანძილზე კაპიტნობდა საქართველოს ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე დღეს დინამოელებს შეხვდნენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: გიორგი ნემსაძე - დინამოსა და ნაკრების კაპიტანი ნამდვილი დინამოელია. გიორგი არის მაგალითი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისთვის. იგი დიდი ხნის მანძილზე გამოდიოდა ევროპულ გუნდებში და გააჩნია კონკრეტული მიმართულებები და ხედვა თუ როგორ უნდა აეწყოს თანამედროვე ევროპული დონის გუნდი.

გიორგი ნემსაძე: პრაქტიკულად მთელი ცხოვრება დინამოში გავატარე და ყოველთვის ამ ოჯახის წევრად მიმაჩნდა თავი. ჩემი დიდი სურვილია, ის გამოცდილება, რომელიც უცხოეთში მივიღე ჩემს მშობლიურ გუნდს გამოადგეს. საჭიროა ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა. იმედია ეს მცდელობა ჩვენი საყვარელი გუნდის შედეგბზეც აისახება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4me 28 მარტი 2011 20:58
კარგი ამბავია : )
Sportnews 28 მარტი 2011 19:26
კაი ამბავია , დინამოს დიდი იმედები მაქვს რაც მანდ რეფორმები მიდის ამ ბოლო დროს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა