Image

ცვლილებები დინამოში!

საქართველო 26-მაი, 11:079 Sportnews 3398


















"დინამო" მართლაც , რომ სერიოზულად ეკიდება მომავალ სეზონს , გუნდში ხორციელდება სერიოზული ცვლილებები , რომლის შესახებაც გუშინ "დინამოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს.

პირველი რაც "დინამოს" წარმომადგენელმა გიგა გვენცაძემ იქვე მყოფ ხალხს წარუდგინა ეს იყო გულვერდ თომაშვილი და ნიკა ფირცხალავა , რომლებმაც კლუბთან ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

"დინამოს" რიგებში უკვე სრულფასოვნად ჩაარიცხა ახალგაზრდა 18 წლის ნიკა კვეკვესკირიც, - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული ნაკრების კანდიდატი , რომელმაც "დინამოს" რიგებში უკვე 17 შეხვედრა ჩაატარა.

სასიამოვნო ამბავი იყო გუნდის ახალი შენაძენის შესახებ გაგება , "დინამომ" თავის რიგებში დააბრუნა სანდრო იაშვილი , რომელიც "დინამოს" რიგებში ადრეც თამაშობდა და თან ძალიან წარმატებულად. იგი 4 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა თავის მშობლიურ გუნდში.

ასევე ცნობილი გახდა მთავარი მწვრთნელის შეცვლის შესახებ , მაგრამ კახა კაჭარავა გუნდიდან არ წასულა და იგი სავარაუდოდ, კლუბის სელექციურ საკითხებს გაუწევს კურირებას , მას თავისი ღვაწლი არ დაუკარგეს "დინამოს" მეპატრონებმა და კვლავ გუნდში დატოვეს, რაც სასიამოვნო ამბავია.

ყველაზე საინტერესო რაც ამ შეკრებაში გახდა ცნობილი შემდეგია , გუნდს პირველი ივნისიდან უკვე ახალი მწვრთნელი ეყოლება , დაზუსტებით სახელი თუ ვინ არის "დინამოს" ახალი მწვრთნელი ცნობილი არაა,მაგრამ გადაწყვეტილია, რომ "დინამოს" სწორედ "ბარსელონას" ერთ-ერთი მწვრთნელი უთავკაცებს. თბილისში კიდევ ორი ესპანელი სპეციალისტი ჩამოვა: ერთი "დინამოში" ფიზმომზადების მწვრთნელი იქნება, მეორე კი "დინამოს" ბავშვთა აკადემიაში იმუშავებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 26 მაი 2011 18:30
FCB,
თუ ამბობ ბოლომდე თქვი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 26 მაი 2011 15:57
რაულიტო,

კაი კაი :D
Sportnews 26 მაი 2011 15:43
FCB,
აბა ვისი დაწერილია ნეტავ ??
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FCB 26 მაი 2011 14:29
გოგა იმდენი სიტკბოება რაც ეს შენი დაწერილია :D :D

admin,

აბაა :D:D
admin 26 მაი 2011 11:48
ნიიიინ გაიგე რა თქვეს? :)ესეიგი შენ აწი ბარსა და დინამო მე კიდე მანიუ ბარსა დ დინამოოოო :)
dato_cule 26 მაი 2011 11:33
ვაა საღოლ საღოლ კაია
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (262)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა