Image

თემურ ქეცბაია: „ჩვენი ძალა ორგანიზებულობაშია“

საქართველო 04-ივნ, 11:309 slim4you 2239


















3 ივნისის ევროშესარჩევი მატჩისწინა ვარჯიშის დაწყებამდე, სპლიტის „პოლიუდის“ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თემურ ქეცბაია: „ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ხორვატებთან უმძიმესი მატჩი გველის. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აქამდე ჩატარებული არც ერთი თამაში არ ყოფილა ჩვენთვის იოლი. თბილისურ მატჩში ხორვატიის წინააღმდეგ, ჩვენ უდიდესი საქმე გავაკეთეთ – დავამარცხეთ მსოფლიო რეიტინგის ათეულში მყოფი ნაკრები. ეს მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო, რამაც რწმენა და თავდაჯერება შეგვმატა და ბრძოლის სურვილით უფრო მეტად აგვავსო. აქედან გამომდინარე, მომავალ დაპირისპირებასაც დიდი მოლოდინით ვხვდებით.“

ამის შემდეგ, ქეცბაიამ მეტოქეზე ისაუბრა:

„სლავენ ბილიჩს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ევროპის საუკეთესო კლუბებში თამაშობენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ფეხბურთელებს არ შეუძლიათ კიდევ ერთხელ გააოცონ ყველა. ვიცი, რომ მეტოქეს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია, მაგრამ ის მოთამაშეები, რომლებიც ბილიჩმა მათ ნაცვლად გამოიძახა, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მწვრთნელს თავიანთი შესაძლებლობები დაანახონ. მოკლედ, საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება; მითუმეტეს, რომ ჩვენს ჯგუფში მდგომარეობა ძალიან დაძაბულია“ – განაცხადა „ჯვაროსნების“ თავკაცმა.

ამის შემდეგ, ხორვატმა ჟურნალისტებმა ქეცბაიას ჰკითხეს, თუ რაში მდგომარეობს მისი მუშაობისა და წარმატების საიდუმლო.

თემურ ქეცბაია: „ჩემი საიდუმლო?.. საქმე იმაშია, რომ ჩემს თითოეულ ფეხბურთელს ძალიან კარგად ვიცნობ, საკუთარი გულისცემასავით ვგრძნობ მთელ გუნდს. ვიცი, რომ არ მყავს ვარსკვლავი ფეხბურთელები, მაგრამ ჩვენი ძალა ორგანიზებულობაშია. ვთამაშობთ ისეთ ფეხბურთს, რომელიც ამ შემადგენლობით წარმატებისა და შედეგის მომტანია. ჩვენი მიზანი ერთია – დავახშოთ სივრცეები, ამოვქოლოთ ჩვენი კარისკენ მიმავალი ყველა ხვრელი და კონტრშეტევაზე აწყობილი თამაშით მივაღწიოთ შედეგს. ნუ, თუ მეტოქე შეცდომასაც „გვაჩუქებს“, მაგას რა სჯობია... მოკლედ, ძალიან მიხარია, რომ ჩემი გუნდი კარგად ასრულებს ამ ყველაფერს. იმ თამაშს ვთამაშობთ, რისი რესურსიც გვაქვს – სულ ესაა.“

პრესკონფერენციის შემდეგ, „ჯვაროსნებმა“ მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელიც ნაკრებს ხორვატიაში შეუერთდა.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი აჩვენებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 3 ივნისი 2011 13:39
აუ სულ სურვილი მიჩნდება რომ ნაკრებს ქონდეს რამე გასამხნევებელი სიმღებრა დინამო დინამოს მზგავსი :(
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა