Image

U 17 საქართველო 1:1 U 17 ესპანეთი

საქართველო 14-ივნ, 23:229 Sportnews 2945


















ბაქოში მიმდინარე „კასპიის თასის“ გათამაშებაზე 17–წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის, ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა.

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები, ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ტურნირის უდავო ფავორიტს – ესპანეთის ნაკრებს შეხვდა. ვასილ მაისურაძის გუნდს მხოლოდ მოგების შემთხვევაში შეეძლო ფინალში გასვლა, ვინაიდან, ესპანელები ბურთების შეფარდებით გვჯობნიდნენ.

დაძაბული მატჩი ფრედ – 1:1 დასრულდა და შესაბამისად, ფინალში ესპანელები გავიდნენ. საქართველოს 17–წლამდე ნაკრები კი, მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.

ესპანელებმა ანგარიში საწყის წუთებშივე გახსნეს; მე–9 წუთი და 1:0. ქართველმა 17–წლამდელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში, 75–ე წუთზე შეძლეს. თავი ნაკრების მცველმა – ალიკო ჩაკვეტაძემ გამოიჩინა – 1:1. ამ მატჩით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ძლიერ მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

სტადიონი „დალგა“

ესპანეთი – საქართველო

საქართველო: ადამია, გაბაძე, ჩაკვეტაძე, მელიქიძე, ჭანტურია, ცინცაძე, ჭეჭელაშვილი, ახვლედიანი, კაკაბაძე, მზევაშვილი, დარციმელია

გოლი: ჩაკვეტაძე (75)

პირველ ჯგუფში, თურქეთის ნაკრებმა უშუალო კონკურენტს – აზერბაიჯანის გუნდს 4:2 მოუგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალში ესპანეთს შეხვდება.

საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები კი, მესამე ადგილის დასაკავებლად მასპინძელს, აზერბაიჯანის გუნდს დაუპირისპირდება.

ხვალ, გუნდები დაისვენებენ. 16 ივნისს კი, ფინალური მატჩები გაიმართება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 15 ივნისი 2011 17:27
ციტატა: Mr.Black And White
კაი შედეგია....... და მისმინეთ მეორე გადის?? თუ მარტო საუკეთესო მეორე... ცრილის ლინკი ან რამე დააგდეთ რა........ და ვისთან წავაგეთ???


ხო წერია სტატიაში , მოგება გვჭირდებოდა , ჩვენც და ესპანელებსაც 7-7 ქულა დაგვიგროვდა და იმათ ქულების უპირატესობით გვაჯობეს , ეს 8 ქვეყნიანი ტურნირია , ორ ჯგუფადაა გაყოფილი და პირველზე გასულები ფინალში გადიან , მეორეზე კიდევ მესამე ადგილისთვის , წინა სტატიები უნდა წაგეკითხა
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 15 ივნისი 2011 12:51
რაულიტო,
ბიჯო ეს დიდი შედეგია ძმაო და უკვე მჯერა ამ ბიჭების მე :) ვულოცავ ამ შედეგს
Mr.Black And White 15 ივნისი 2011 00:07
კაი შედეგია....... და მისმინეთ მეორე გადის?? თუ მარტო საუკეთესო მეორე... ცრილის ლინკი ან რამე დააგდეთ რა........ და ვისთან წავაგეთ???
Sportnews 14 ივნისი 2011 23:30
არაუშვარს , მესამე ადგილზე დარწმუნებული ვარ გავალთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (262)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა