საფეხბურთო კლუბ რუსთავის „მეტალურგის“ პრესკონფერენცია
2011 წლის 27 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „მარიოტ თბილისში“ საფეხბურთო კლუბის რუსთავის „მეტალურგის“ ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ს.ს.“ქართული ფოლადის“ მფლობელი და კლუბის პრეზიდენტი ბატონი ჯოზეფ კეი, ს.ს.“ქართული ფოლადის“ გენერალური დირექტორი ბატონი გივი გიგინეიშვილი, კლუბის დირექტორი ბატონი თორნიკე მაისურაძე და კლუბის მედია ოფიცერი ბატონი შოთა შერმადინი. პრესკონფერენციაზე კლუბის ხელმძღვანელობამ შეაფასა გასული წელი და ფეხბურთელების ბოლო შეკრება, რომელიც შედგა ივნისის დასაწყისში სლოვენიაში (მარიბორი). ჟურნალისტებსა და გულშემატკივრებს გააცნეს სამომავლო მიზნები. მოეწყო კლუბის ახალი ვებგვერდისა და სიმბოლიკის პრეზენტაცია, ჟურნალისტებს წარუდგინეს ახალწვეული ფეხბურთელები, რომლებსაც კლუბის ხელმძღვანელებმა გადასცეს განახლებული ამუნიცია. პრესკონფერენციის შემდეგ საზეიმოდ გაიჭრა ახალი ლოგოტიპის ფორმის ტორტი.
მოიწონეთ სტატია
კომენტარები