Image

ხისკო, კოტო და იაგუე "დინამოში" ორი წლით

საქართველო 30-ივნ, 13:399 Sportnews 4196


















თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გენერალუმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ესპანელი ახალწვეულები ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში წარადგინეს. ხისკო მუნიოსი, კარლეს კოტო და ალბერტ იაგუე ხიმენესი "დინამოში" ორი წლის განმავლობაში ითამაშებენ.

ხისკო, კოტო და იაგუე "დინამოში" ორი წლით


რომან ფიფია: დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია თბილისის "დინამოსთვის", რადგან ესპანელი ფეხბურთელები ჩვენთან არიან. იმედია, რომ ეს ბიჭები გააძლიერებენ დინამოს და სწრაფად გაივლიან ადაპტაციას. ჩვენი ავიღეთ გეზი სწრაფი ფეხბურთისკენ და ახალი მწვრთნელი ალექს გარსია ნერგავს "ბარსას" სტილს. იმედია ეს ყველაფერი "დინამოს" წარმატების მიღწევისთვის დაეხმარება.

ხისკო, კოტო და იაგუე "დინამოში" ორი წლით


ზურაბ პოლოლიკაშვილი: განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, რომ ჩენს ქვეყანაში მაღალი დონის ფეხბურთელი არ ჩამოვა, გამომდინარე იმ დონისა და პირობების რაც არის ქართულ ფეხბურთში. ჩვენ გვსურდა ქართველი ლეგიონერების ჩამოყვანა, თუმცა სამწუხაროდ იმედები გაგვიცრუეს. ჩვენ ვმუშაობდით სხვადასხვა კლუბებთან და გარკვეული მონახაზიც გვქონდა ფეხბურთელებზე, თუმცა სანამ ახალი მწვრთნელი არ ნახავდა გუნდს და დასკვნებს არ გამოიტანდა თუ რომელ რგოლში იყო საჭირო გაძლიერება, მანამდე ფეხბურთელების დამატებას ვიკავებდით. სამივე მათგანი ჩვენთან ორ წლიან კონტრაქტს აფორმებს და უკვე საქმეში გამოჩნდება თუ როგორ დაეხმარებიან ჩვენს გუნდს. მე მინდა ვუსურვო მათ წარმატებები და ვფიქრობ მათთან ერთად დიდ შედეგებს მივაღწევთ. მინდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან, იცნობენ მწვრთნელს და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის.

ხისკო, კოტო და იაგუე "დინამოში" ორი წლით


ალბერტ იაგუე ხიმენესი: სამი დღეა რაც თბილისში ვიმყოფები, ძალიან მომწონს აქაურობა და კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით. იმედია მალე გავივლით ადაპტაციას და "დინამოს" დავეხმარებით წარმატების მიღწევაში.

ხისკო: მინდა მადლობა გადუვახდო "დინამოს". იმედია წარმატებების მივაღწევთ. "დინამო" არის ძალიან წარმატებული გუნდი. ნდობა რაც გამოგვიცხადა ხელმძღვანელობან სასიხარულოა. ვფიქრობ აქ ჩამოსვლა არ არის უკან გადადგუმი ნაბიჯი, მე მოვიგე ყველაფერი ესპანეთში რისი მოგებაც კი შეიძლებოდა.

კარლეს კოტო: იგივეს გავიმეორებ რაც თქვეს ბიჭებმა. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ და იმედია მალე გავახარებთ ჩვენს გულშემატკივრებს.

ხისკო, კოტო და იაგუე "დინამოში" ორი წლით


კომენტარების შემდეგ კი რომან ფიფიამ და ზურაბ პოლოლიკაშვილმა მაისურები გადასცეს. ხისკოს –28 ნომერი გადაეცა, კოტოს – 21, ხოლო 19 – იაგუეს.

პრესს–კონფერენციის დასრულების შემდეგ რამდენიმე სიტყვა ზურაბ პოლოლიკაშვილს ვთხოვეთ:
სასიხარულოა და მნიშვნელოვანია, რომ ამ დონის ფეხბურთელები არიან "დინამოში". იმედია ეს ფეხბურთელები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ გუნდს და მთავარია, რომ მალე გაიარონ ადაპტაცია. ჩვენ შევხედავთ რამდენიმე მატჩს და იმის მიხედვით დავიმატებთ ახალ ფეხბურთელებს. თუმცა მთავარი მიზანია, რომ ჩვენი აკადემიიდან მივიღოთ შევსება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო "დინამოს" ფან–კლუბ "გლადიატორებს", მათ დაარიგეს სარეკლამო ფლაიერები და დიდი შრომა გასწიეს იმისათვის, რომ დღეს მრავლად მოვიდნენ სტადიონზე. იმედია ლამაზ და სანახაობრივ მატჩს ვიხილვთ და ვფიქრობ და სტადიონზე მოსული გულშემატკივარი სიამოვნებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მოლდუვურ "მილსამს" 21:00 საათზე ეროვნულ სტადიონზე გამართავს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
FC Bayern München 1 ივლისი 2011 11:25
ნუ ბარსას სტილის რა გითხრათ,მაგრამ ბურთის კონტროლი და სწრაფი კომბინირება ნამდვილად იყო..ნუ რაც შეზლეს ითამაშეს რა ...ცუდი არ ყოფილა
Eke 1 ივლისი 2011 02:06
კარგია,კარგია ...
ქართველი... 1 ივლისი 2011 00:53
ჰააჰჰჰ მოვიგეთ ))) ცენზურას არ ვარღვევ პოლტერ : * : D
Livera 30 ივნისი 2011 23:48
ვნახოთ რას იზავენ :)
liver8g 30 ივნისი 2011 15:19
ძალიან კარგია და ეს ხისკო სად თამაშობდა? ესპანეთში ყველაფერი მოვიგეო და რომელი გუნდიდან გადმოვიდა?
admin 30 ივნისი 2011 13:54
დღეს მეც დამიდასტურეს გლადიატორებმა ეს ინფორმაცია მაგრამ როგორც ვიცი მხოლოდ ერთი ესპანელი იქნება დღეს ძირითადში.
თუმცა განწყობა მაინც ამაღლებულია და დღეს აუცილებლად მოვიგებთ
Sportnews 30 ივნისი 2011 13:46
დღეს მილსამს გადავუვლით , სამივე ფეხბურთელი მგონი მაგრად გამოადგება დინამოს ,დინამოს წინ დიდი წარმატებები ელის და პირველი ეტაფი თავისუფლად უდნა დავძლიოთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Richie 30 ივნისი 2011 13:41
ამ სამიდან მარტო ხისკო ვიცოდი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (326)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა