Image

ლანელი– დინამო და ესპანელების დებიუტი

საქართველო 14-ივლ, 12:099 Sportnews 2202


















უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისის "დინამო" სტუმრად უელსურ "ლანელთან" გამართავს

თბილისის "დინამო" წყვილის აშკარა ფავორიტია და იმედია დღევანდელი შეხვედრა გადაწყვეტს წყვილის გამარჯვებულის ბედს.

"ლანელი" მოგეხსენებათ ნახევრად–პროფესიონალური გუნდია და ის უელსის პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა თასის მოგების ხარჯზე მოახერხე ევროპის ლიგაზე საგზურის მოპოვება. გუნდის მოთამაშე–მწვრთნელი ენდი ლეგი ოპტიმისტურად არის განწყობილი და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთო განაცხადა მან.

"დინამო" კი მეტოქეს სერიოზულად უნდა მოეკიდოს და ბიჭებმა საკუთარ თავებს მოდუნების საშუალება არ უნდა მისცენ. ეს მატჩი კიდევ იმით არის გამორჩეული "დინამოს" გულშემატკივართათვის, რომ დღეს შედგება სამი ესპანელის დებიუტი. ჩისკო, კარლეს კოტო და ალბერტ იაგუე პირველად მოირგებენ ლურჯ–თეთრ მაისურს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 21:50 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ.

"ლანელი""დინამო"

სავარაუდო შემადგენლობები:

"ლანელი": ეშლი მორისი, სტუარტ ჯონსი, ლიი სურმანი, ლოიდ გრისტი, ადამ ორმი, ენდი ლეგი, კრის ტომასი, კრის ვენაბლი, კრის ჰოლოუეი, რის გრაფიტსი, ჩად ბონდი.

მთავარი მწვრთნელი: ენდი ლეგი

"დინამო": გიორგი ლორია, დავით ოდიკაძე, ლევან კაკუბავა, გიორგი რეხვიაშვილი, ლევან ხმალაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ჩისკო, კოტო, ირაკლი ლექვთაძე, იაგუე, გიორგი კახელიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ალექს გარსია

შეხვედრის სატელევიზიო ტრანსლიაცია არ იქნება , ამიტომ 22:50 წუთიდან გელოდებით esport.ge-ზე , რადგან ინტერნეთით ტრანსლიაციას აუცილებლად შემოგთავაზებთ.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
inter 14 ივლისი 2011 16:53
მოიგებენ უეჩველი!!
Sportnews 14 ივლისი 2011 11:51
ჩისკო , კოტო და იაგუ სამივე ესპანელი ძირითადშია , ვნახოთ ერთი რას იზამენ , მთავარია შეუთამაშებლობის პრობლება არ იყოს , რობერტინიო კიდევ დისკვალიპიკაციის გამო , რომ დაგვაკლდ ამაგარი საწყენია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (176)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა