ზესტაფონი დასაჯეს!

ზესტაფონი დასაჯეს!

15-07-2011, 11:00

ზესტაფონის" შესანიშნავმა თამაშმა და სოლიდურმა გამარჯვებამ ყველა გაგვახარა, მაგრამ, სამწუხაროდ, ზესტაფონში მაინც მოხდა ისეთი ფაქტი, რამაც ხასიათი ძალიან გაგვიფუჭა.

"ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე ბევრი აღარაფერი აშორებს, მაგრამ მიმდინარე ევროსეზონში შინ, "დავით აბაშიძეზე" ვეღარ ითამაშებს.

უეფამ ეს ვერდიქტი გუშინ გამოიტანა "ზესტაფონი"-"დაჩიას" მატჩის დელეგატის, ბულგარელი ანდრეი მედინცევის პატაკის საფუძველზე. მას სტადიონის მესერზე გადამძვრალი უბილეთო ქომაგები დაუნახავს, ისიც შეუნიშნავს, რომ ამ ფაქტის შემყურე პოლიციელები ურეაქციოდ იდგნენ და ყველაფერი ფოტოაპარატით დაუფიქსირებია.

მეტისმეტად გულსატკენი ამბავია - პატარა ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს, მავანთა უთავბოლობისა და უპასუხისმგებლობის გამო ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა. "ზესტაფონს" უეფას ვერდიქტის გასაჩივრების უფლებაც კი არ აქვს, ასე რომ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ - მომავალ საევროთასო მატჩებს საქართველოს ჩემპიონები თბილისში, ეროვნულ სტადიონზე ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, მომავალ ხუთშაბათს "გაგრა" "ანორთოსისს" ზესტაფონში უმასპინძლებს და ამას ვერაფერი შეცვლის. ამ ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კი "გაგრას" ისედაც დედაქალაქში უნდა ეთამაშა.

# 436ავტორი: FC Bayern München
"ვიცით თუ არა გულშემატკივრობა? " wink wink
# 318ავტორი: Mr.Black And White
admin,
ხო რა თბილისში უფრო მეტი გულშემატკივარი მივ.ა..
# 1454ავტორი: admin
Mr.Black And White,
უეფა კიარა სუფთა ერთი რაღაცეები არიან, მანდ მესერი მაინც არის და ისეთ სტადიონებზე რაღა ვთქვა სადაც ეგეც არ არის და ხალხი ისე სეირნობს როგორც ბულვარში.


არაუშავს ზესტა თუ თბილიში გადაწყვეტთ თამაშს, ბევრი ხალხი მოვა ძალიან და საკუთარ სახლში იგრნობთ თავს
# 318ავტორი: Mr.Black And White
ანუ ზესტაფონში ვეღარ ითამაშებენ??
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით