მესამე ეტაპი გვინდა-ზესტაფონი

საქართველო 17-ივლ, 20:299 Sportnews 1397 1






რამდენიმე დღეში ქართული გუნდები ევროტურნირის შეხვედრებს გამართავს,ქართველ გულშემატკივარს დიდი იმედი გვაქვს, რომ მესამე საკვალიპიკაციო ეტაფზე რაც შეიძლება მეტ ქართულ გუნდს ვიხილავთ.

ჩემპიონთა ლიგა (ზესტაფონი)


ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთი ქართული გუნდი მონაწილეობს , "ზესტაფონი" გათამაშებას მეორე ეტაპიდან ჩაერთო და პირველი შეხვედრა ძალიან ძლიერად ჩაატარა და მეტოქე "დაჩია" 3-0 დაამარცხა. ქართველებიდან გოლი გელაშვილმა და ორიც დვალიმ გაიტანა. გოლები ერთი მეორეზე უკეთესო გამოვა.

"ზესტაფონი" თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესამე ეტაპზე, რადგან წარმოუდგენელია, რომ "ზესტაფონმა" ამხელა ჰანდიკაპი გაფლანგოს , პირველ შეხვედრაში ნაჩვენებ შესანიშნავ თამაშს ერთი სამწუხარო ამბავი მოახდა, სამწუხაროდ დისციპლინის დარღვევის გამო მესამე რაუნდში "ზესტაფონს" თამაში თბილისშში მოუწევს.

საქართველოს ჩემპიონებს ურთიერთობის გარკვევა ავსტრიული "შტურმისა" და უნგრული "ვიდეოტონის" წყვილში გამარჯვებულთან მოუწევთ. რაკი გრაცელებმა პირველი მატჩი შინ 2:0 მოიგეს, მათთან შეხვედრის ალბათობა უფრო დიდია. გამორიცხულია, ამ ეტაპზე სუსტი მეტოქე შეგხვდეს, მაგრამ წილისყრის შედეგით უკმაყოფილების საბაბი არ უნდა გვქონდეს - სავარაუდო მეტოქეთა შორის ხომ შოტლანდიური "რეინჯერსი", სერბული "პარტიზანი" და ნორვეგიული "რუსენბორგი" იყვნენ.

მეორე შეხვედრა "დაჩიას" და "ზესტაფონის" შორის 20 ივლის ჩვენი დროით 21:00 საათზე გაიმართება , სავარაუდოდ ამ შეხვედრის სატელევიზიო ტრანსლიაცია არ იქნება , ჩვენ კი ინტერნეტ ტრანსლიაციას აუცილებლად შემოგთავაზებთ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

admin 17-ივლ, 21:08

არც თუ ისე სუსტი გვყავს მესამე ეტაპზე და მისი შეუფასებლობა ვერ ივარგებს, თუმცა არის ერთი სტატისტიკა რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. შტურმთან ქართულ კლუბებს უკვე ნათამაშები აქვს კერძოდ დინამოს რომელმაც სახლში 1-1 ითამაშა, აქედან გამომდინარე ძალიან უნდა ვეცადოთ თუ პირველ თამაშს გასვლაზე ვითამაშებთ არ წავაგოთ!
და აქ უკვე შემდგომ ეტაპზე გასვლის ძალიან დიდი შანსი გვექნება!

გოგა სათაური რაღაც უაზროდ ჟღერს მგონი
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018