დინამოელების კომენტარი

საქართველო 22-ივლ, 13:119 Sportnews 1447 1






"დინამოს" ბრწყნვალე შეხვედრის შემდეგ, სადაც ქართულმა გუნდმა 5-0 დაამარცხა მეტოქე , "დინამოს" ფეხბურთელებმა , მთავარმა მწვრთნელმა და ხემძღვანელობამ კომენტარი გააკეთეს.

დინამოელების კომენტარი


ალექს გარსია


– როგორ შეაფასებდით დღევანდელ მატჩს?

– პირველი ტაიმი შესანიშნავად დავიწყეთ.ფეხბურთელებმა მათზე მიცემული დავალებები ზედმიწევნით შეასრულეს.სწორედ ამ დავალებათა შესრულების გაგრძელება იხილეთ მეორე ტაიმში.ჩვენი მიზანი მეტოქის დამარცხება და მომდევნო ეტაპზე გასვლა იყო.თუმცა,მინდა აღვნიშნო,რომ ხუთი გატანილი გოლის მიუხედავად გუნდმა დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ამის გამოსწორებაზე ვიზრუნებთ.

– რამდენად სერიოზულია კაკუბავას ტრავმა?

– ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შემიძლია.დაველოდოთ გუნდის ექიმების პასუხს.

– დაცვის ხაზში საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს "დინამოს".ყველაზე მეტად კი თბილისური გუნდის უკანა ხაზის თამაშს ჰომოლა აუარესებს,რას იტყოდით მასზე?

– მე მინდა გითხრათ,რომ ყველა იმ ფეხბურთელს ვენდობი თავიდან ბოლომდე,რომელსაც მოედანზე ვუშვებ სათამაშოდ თუნდაც რამდენიმე წუთით.არანაირი კატასტროფა რ ყოფილა დაცვაში.ერთადერთი რაც სამწუხარო მოხდა ეს კაკუბავას ტრავმაა.

– როგორ შეაფასებდით ესპანელი ლეგიონერების გარჯას?

– მათი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.გაგვიმართლა,რომ დღეს სამივე ესპანელი ლეგიონერის გოლი ვიხილეთ.იმედი მაქვს,რომ დღევანდელი დღე აღმავლობის დასაწყისი იქნება.

– რას იტყოდით "რეიკიავიკზე",რომელთანაც მესამე ეტაპზე მოგიწევთ თამაში?

– ამ ეტაპზე არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ.დღეს დავტკბებით გამარჯვებით და ხვალიდან უკვე შევეცდებით ისლანდიური გუნდის პლიუს–მინუსები განვიხილოთ,შევისწავლოთ და შემდეგ საჩვენოდ გამოვიყენოთ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი


"კმაყოფილი ვარ დღევანდელი მატჩით. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს ვინც მოვიდა დღეს და უქომაგა "დინამოს". კმაყოფილი ვარ ჩვენი ფეხბურთელებით მათ კარგი ფეხბურთი აჩვენეს და ამის ხარჯზე შევძელით მოგება.

რაც შეეხება ისლანდიურ "რეიკიავიკს", რომელიც შემდეგ ეტაპზე შეგხვდება ჩვენ არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია ამ გუნდის შესახებ, თუმცა ამისთვის გვაქვს დრო. მაგრამ აღსანიშნავია, რომ მათ საკმაოდ კარგი გუნდი "ჟილინა" გამოაგდეს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა ყველას ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა", – აცხადებს ზურაბ პოლოლიკაშვილი.

კოტო


კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პირველი გოლი გავიტანე "დინამოს" მაისურით. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, ძალიან კარგი საფეხბურთო საღამო შედგა. ჩვენ უელსელები ჩვენი ლამაზი და ტექნიკური ფეხბურთის წყალობით დავამარცხეთ".

ჩისკო


მადლობა მათ ვინც სტადიონზე მოვიდა. კარგი მატჩი ჩავატარეთ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ორი ბურთი გავიტანე. წინ "რეიკიავიკია" და ჯერ–ჯერობით მათ შესახებ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Sportnews 22-ივლ, 13:12

ჩისკო ყველაზე მაგარია , ეგ მართლა მაგარი ტრანსფერია , კოტო და იაგუა კიდევ ნე ნელა დაამტკიცებენ თავიანთ კლასს
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018