საქართველო
ზესტაფონი – შტურმის მატჩისთვის მზადება დაიწყო

როგორც იცით, უეფა–ს გადაწყვეტილებით, 26 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უეფა–ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება საქართველოს ჩემპიონ „ზესტაფონსა“ და ავსტრიულ „შტურმს“ შორის.

უეფა–ს მოთხოვნით, მატჩის ორგანიზებაში კლუბის დახმარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაევალა, ვინაიდან ქართულ კლუბს ამ დონის მატჩების ჩატარების გამოცდილება არ აქვს.

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა „ზესტაფონის“ ხელმძღვანელებისა და სფფ–ის პრეზიდენტის – ზვიად სიჭინავას შეხვედრა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მატჩს ორგანიზებას გაუწევს.

მატჩის დირექტორად დაინიშნა დიმიტრი ბოკერია; უსაფრთხოების ოფიცერი იქნება ლევან თოფურია, ხოლო მედიასთან ურთიერთობა თათა ბურდულს ექნება.

უკვე აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რომ ქართულმა მხარემ ღირსეულად უმასპინძლოს ამ მეტად მნიშვნელოვან მატჩს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მატჩი 26 ივლისს, ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. ჯერ გარკვეული არაა დაწყების დრო, თუმცა, ქართული მხარის სურვილია, რომ შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყოს. ბილეთები კი, 5, 7, 10 და 15 ლარი ეღირება.

მატჩზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციებისთვის უნდა მიმართონ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ორშაბათს, 25 ივლისს, დღის 15:00 საათიდან საღამოს 18:00 საათის ჩათვლით.












კომენტარის დამატება
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5447 публикаций
^
Mr.Black And White,
მე რა პოლტერასგან ვიცოდი , რომ ბათუმელი იყავი

--------------------
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 16.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 318 комментариев
  • 5 публикаций
^
admin,
მეგრელი wink ზუგდიდელი 7
  • admin

  • 22 ივლისი 2011 21:26
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
Mr.Black And White,
სადაური ხარ აბა?
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 16.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 318 комментариев
  • 5 публикаций
^
რაულიტო,
და საიდან მოიტანეთ შენ და პოლტერამ რომ ბათუმელი ვარ :D :D :D
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5447 публикаций
^
Mr.Black And White,
წამოხვალ ბათუმიდან? wink

--------------------
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 16.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 318 комментариев
  • 5 публикаций
^
რატომაც არა...
  • admin

  • 22 ივლისი 2011 18:38
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
რა ვქნათ არ წავიდეთ ბიჭებო ზესტაზე ?