მატჩისწინა პრეს-კონფერენცია

მატჩისწინა პრეს-კონფერენცია

25-07-2011, 08:39

როგორც მოგეხსენებათ, 2011 წლის 26 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უმასპინძლებს ავსტრიულ ”შტურმს”.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მეტოქე გუნდების მთავარი მწვრთნელების პრეს-კონფერენციები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში 25 ივლისს გაიმართება. 18:30 საათზე ჟურნალისტთა წინაშე ავსტრიული ”შტურმის” დამრიგებელი ფრანკო ფოდა წარსდგება, ხოლო 18:45 საათზე მას-მედიის წარმომადგენელთა კითხვებს საქართველოს ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უპასუხებს.

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ავსტრიელები, რომელთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენა 15:00 საათზე იგეგმება, ეროვნულ სტადიონზე 19:00 საათზე ივარჯიშებენ, ხოლო საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ფეხბურთულები ქვეყნის მთავარი არენის მწვანე გაზონზე 20:15 წუთიდან გამოჩნდებიან.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

შემოგვიერთდით