საქართველო
მეტალურგისა და რენის წინასამატჩო განრიგი

მოგეხსენებათ, 28 ივლისს, საღამოს 21:00 საათზე, ეროვნული სტადიონი უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს უმასპინძლებს, სადაც რუსთავის «მეტალურგი“ ფრანგულ „რენის“ შეხვდება.

გაგაცნობთ გუნდების წინასამატჩო განრიგს:

27 ივლისი

15:00 – „რენის“ ჩამოსვლა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

18:15 – „მეტალურგის“ მთავარი მწვრთნელის – არმაზ ჯელაძის პრესკონფერენცია ეროვნულ სტადიონზე

18:45 – „მეტალურგის“ ვარჯიში ეროვნულ სტადიონზე

19:45 – „რენის“ მთავარი მწვრთნელის – ფრედერიკ ანტონეტის პრესკონფერენცია ეროვნულ სტადიონზე

20:15 – „რენის“ ვარჯიში ეროვნულ სტადიონზე

28 ივლისი

21:00 – „მეტალურგი“ – „რენი“ – მატჩის დასაწყისი

ჟურნალისტთა საყურადღებოდ!

მედიის წარმომადგენელებს მატჩზე დასასწრები აკრედიტაციების მისაღებად რეგისტრაციის გავლა და მათი მიღება 27 ივლისს, ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე დანიშნული წინასამატჩო პრესკონფერენციის დასრულებისთანავე შეეძლებათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკ „მეტალურგის“ მედია – ოფიცერს, შოთა შერმადინს (ტელ. 5 99 10 57 55)






Реклама


კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.07.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 14 комментариев
  • 0 публикаций
^
მეტალურგზეც წავიჯღურტულოდ ცოტა smile როგორ ფიქრობთ რამდენად რეალურია რენის ბარიერის დაძლევა? რენი კარგ ფეხბურთს თამაშობს მაგრამ აქვთ სუსტი მხარეები თან აშკარად გამოკვეთილი რამოდენიმე ტამაშს ვუყურე სრულიან შესაძლებელია მაგ გუნდის დამარცხება, აქცენტს აკეთებენ გრძელ გადაცემებზე და მეორე სართულზე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან ნახევარ დაცვას თითქმის არ ტვირთავენ (ან ვერ ) ძირითადად დაცვიდან ხდება შეტევები მოიკოჭლებენ ბურთის გათამაშებაში, ანუ მაგათ ხისტი ბრძოლა და ძლიერი პრესინგი თუ დავუპირისპირედ მოგება შეიძლება, მაგრამ საქმე იმაშია შეზლებს თუ არა მეტალურგი პრესინგს ეგ საკითხავია, დაცვაში ჩადგომა და კონტრზე თამაში დამღუპველი იქნება ჩვენთვის რაც ძალიან მაეწვებს რომ მასე იქნება.