რენის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერანცია

რენის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერანცია

28-07-2011, 10:32

ევროპის ლიგის მესამე სკავალიპიკაციო ეტაფის პირველ შეხედრის წინ , სადაც რუსთავის "მეტალურგი" "რენის" დაუპირისპირდება , "რენის" მთავარმა მწვრთნელმა ფრედერიკ ანტონეტიმ პრესკონფერანცია გამართა.

რამდენად მოასწარით მეტოქის შესწავლა? ჯერ ჩემპიონატი დაწყებული არაა და გუნდი როგორ ფორმაში იმყოფება?

-ოთხკვირანახევარია, რაც მზადება დავიწყეთ, ამხანაგური შეხვედრებიც ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, როდესაც მზადებას იწყებ, არის გაურკვევლობები და მსგავსი შემთხვევები ჩვენც გვქონდა.

- ცნობილია, რომ ტრავმების გამო, რამდენიმე ფეხბურთელი თბილისში ვერ ჩამოვიდა.
- რამდენიმე მოთამაშემ წამოსვლა ტრავმის გამო ვერ მოახერხა, ხოლო ზოგიერთი კი, თავად დავტოვე საფრანგეთში.

- მეტოქის შესახებ რა იცით?
- ევროპის ლიგაზე გუნდის თამაშები არ მინახავს, მხოლოდ მის მიერ გატანილი გოლები ვნახე. გასული წლის მატჩი ვიპოვნეთ, მაგრამ მას შემდეგ გუნდს მთავარი მწვთნელიც შეეცვალა და ფეხბურთელებიც, ამიტომ გუნდზე მსჯელობა ძნელია. რაც შევამჩნიე, “მეტალურგი” ტექნიკური გუნდია.

- წინა სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავეთ. მომავალ სეზონში რა მიზანს ისახავთ?
- რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგის ჩვენება გვსურს.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ევროპის ლიგაზე მოხვედრა?
- ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ლიგაზე გასვლა გასულ სეზონში ჩვენს მიერ გაწეული შრომის ჯილდო იყო. ზუსტად ამისთვის ვიბრძოდით.

- ხვალინდელ მატჩში რა შედეგი დაგაკმაყოფილებთ?
- ჩვენ, ისევე, როგორც რუსთაველებს, მოგება გვსურს.

# 520ავტორი: slim4you
კლასში ალბათ დიდი სხვაობა იქნება, უნდა იომონ რასაც ქვია რო რამეს მიაღწიონ. :)
ბრძოლა - ჟინი - თავდადება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით