კობი : ოზილი კარგი ბიჭია

საქართველო / უცხოური ფეხბურთი 28-ივლ, 15:509 Sportnews 1531 12






გუშინ ლევან კობიაშვილის გუნდი "ჰერტა" "რეალს" დაუპირისპირდა. აღნიშნული შეხვედრის დამთავრების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

კობიაშვილი გუსინდელ შეხვედრაში ძირითადში იყო და მოედადნი 59-ე წუთზე დატოვა, კობიაშვილი ინტერვიუში მის ყოფილ თანაგუნდელზე და დღევანდელი "რეალის" ერთ-ერთ ლიდერზე ოზილზე საუბროს. თურმე ოზილი , რომელიც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდაა პირველ პროფესიონალური ნაბიჯების გადადგმის დროს სწორედ კობიაშვილი ედგა გვერდზე.


- როდესაც მესუთი “შალკეს” პირველ გუნდში მოვიდა, თქვენ უკვე გელზენკირხენელთა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე იყავით. როგორც ამბობთ, მასთან პირველი შეხვედრა დღემდე გახსოვთ?


- სავსებით მართალია. სეზონის დაწყებამდე მესუთი ახალგაზრდული გუნდიდან პირველში გადმოიყვანეს. თავიდანვე ჩანდა, რომ მას დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო. 


- მოდით, გულწრფელები ვიყოთ –ბევრ მოთამაშეს, როდესაც ისინი ყოფილ კოლეგაზე საუბრობენ, თავის დროზე, არ სჯეროდათ, რომ ის ასეთი ცნობილი გახდებოდა...


- ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. მესუთი ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით და ორი მოთამაშისთვის გვერდის ავლა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა. მისი შესაძლებლობების ყოველთვის მჯეროდა, როდესაც ვუყურებდი თუ როგორ ეპყრობოდა ბურთს ვარჯიშებისა თუ თამაშების დროს.  


- დღეს თქვენს ყოფილ მოსწავლეს შეხვდით. კარიერის დასასრულს უახლოვდებით, ხოლო ოზილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს. რა გრძნობა გეუფლებათ?


- ბედნიერი ვარ, რომ მან კარიერაში ასეთი დიდი ნაბიჯი გადადგა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში გერმანელი ფანები მის სახელს დიდი ენთუზიაზმით ძალიან ხშირად ახსენებენ.   


- მასთან ურთიერთობა ხშირად გქონდათ?


- სხვებთან შედარებით, ოზილთან უფრო ხშირად ვურთიერთობდი. შეკრებებზე მე და ჰამიტ ალტინტოპი ყოველთვის ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ხოლო მესუთი ალტინტოპის ახლო მეგობარი იყო. ამიტომ, მასთან კონტაქტი ხშირად მიწევდა. ის ძალიან კარგი ბიჭია. ყველა ფეხბურთელმა კარგად იცის, თუ რა შეუძლია მას მოედანზე. თუმცა, როგორც ადამიანი, ის ყოველთვის თავმდაბალი იყო. 



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 12

Sportnews 28-ივლ, 21:54

SportsMan,
slim4you,
ბაზარი არაა გეთანხმებით , რომ რა წლებსაც ამბობთ მაგ წლებში კალაძე მართლაც შესანიშნავად თამაშობდა, იგივე კიევის დინამოში რომ იყო , ისე არავინ არ აიყვანდა მილანში , მარა მე სხვა რაღაც ვამბობ , კალაძე იქ შეცდა , რომ როცა სათადარიგოებში იყო ისევ დარჩა მილანში , რაც წელს გამოასწორა კიდევაც და იტალიის სერი ა-ს გასულ სეზონის სიმბოლურში შეიყვანეს , კალაძესგან განსხვავებით კობი , როგორც სათადარიგოზე დაჯდა ეგრევე გუნდი გამოიცვალა და ჰერტაში გადავიდა, იგივე უნდა ექნა კალაძეს და მე იმას ვიძახი , რომ მთლინობაში ევროპაში უფრო მეტი კობიმ ითამაშა ვიდრე კალაძემ , დონეს არ ვიძახი მე

slim4you 28-ივლ, 20:34

რაულიტო,
მაგას რა მნიშვნელობა აქვს? კალაძის ოქროს წლები სწორედ მანამდე იყო.

SportsMan,
:):)

SportsMan 28-ივლ, 20:33

slim4you,

2002-2003 წლების სეზონი გაიხსენეთ, გაგახსენდებათ ისიც რომ მილანმა მაგ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგ წელს კალაძე იყო უცვლელი ფიგურა თერთმეტეულში და ითამაშა უმაღლეს დონეზე ყველა მატჩი არამარტო სერია ა-ში არამედ ჩემპიონთა ლიგაში. არაერი უმაღლესი სეზონი აქვს ჩატარებული სერია ა-ში.

100 %-ით გეთანხმები... ეგ ის სეზონია, როცა კალაძეს გადაცემებით შევჩენკოს გოლები გაჰქონდა...

Sportnews 28-ივლ, 20:28

slim4you,
2006 წელის მერე ხუთი წელი გავიდა wink

slim4you 28-ივლ, 19:10

რაულიტო,
ეტყობაა 2005-2006 წლამდე არ გიყურია სერია ა-სთვის :)
კაი მოვრჩეთ რა (ნოდ)

Sportnews 28-ივლ, 19:07

slim4you,
მე მაგ ფრაზაში რა ვიგულისხმე იცი , კობიაშვილს რამდენიც აქვს ნათამაშები ბუნდესლიგაში , იმედენი კალაძეს არ ექნება , რადგან კობი მუდმივად თამაშობდა და კალაძე უმეტესად ზამენაში იყო

slim4you 28-ივლ, 18:55

admin,
კაი არ გამაგიჟო ეხლა:)
კოსტაკურტა აიალა, როკე ჟუნიორი
არ იყო ცენტრალური დაცვა ხო? :|


ციტატა: რაულიტო
მაგრამ კობიაშვილს რაც აქვს ნათამაშები კალაძე ახლოსაც ვერ მივა

და ამას ეთანხმებით ?!

:|

და მეორე ნაწილი რო დავწერე მაგაზე რას მეტყვი?

admin 28-ივლ, 18:32

slim4you,
მოდი მე სხვანაერად გეტყვი მას მერე რაც კალაძე გადავიდა ეგრე არ მომხდარა :)
მეორე ცენტრი არ ყავდად შესაბამისად იყიდეს კალაძე მარცხენა ფლანგისთვის და მალდინი შეწიეს ცენტრისკენ :)

slim4you 28-ივლ, 17:12

RichIe_blacKburen,
არა რა მაინც უნდა დამაწერინოთ
მილანი რა შუაშია.
პაოლო მალდინი ხო ყველამ იცით? მალდინი იყო ნომინალური მარცხენა მცველი (ალბათ ეს ჩემზე პატარა თაობამ მაინც და მაინც არ იცის, რადგან ბოლო წლები ცენტრში თამაშობდა და რატო თამაშობდა ცენტრში მაგასაც გეტყვით) ხოდა მალდინი იყო მარცხენა ფლანზე მილანში, როცა კალაძე გადავიდა იმდენად მოეწონათ რომ მალდინი (ხაზს ვუსვამ მალდინის რადგაც იცით ალბათ ყველამ რა ფეხბურთელი იყო) ცენტრში გადმოწიეს და კალაძე დააყენეს მარცხნივ.

კაი ეგ არაფერი.

2002-2003 წლების სეზონი გაიხსენეთ, გაგახსენდებათ ისიც რომ მილანმა მაგ წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგ წელს კალაძე იყო უცვლელი ფიგურა თერთმეტეულში და ითამაშა უმაღლეს დონეზე ყველა მატჩი არამარტო სერია ა-ში არამედ ჩემპიონთა ლიგაში. არაერი უმაღლესი სეზონი აქვს ჩატარებული სერია ა-ში.

მე კობის მიღწევებს, ნიჭს, კლასს და სარგებლიანობას არ ვაკნინებ უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს მგონი ის რომ კალაძეს უფრო მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები.

მე აქ მეტს აღარ დავწერ ვსო.

Richie 28-ივლ, 16:37

slim4you,
რატომ? რახან მილანში თამაშობდა?
უკან 1 2 წინ

კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018