ზესტაფონელები ავსტრიაში მიემგზავრებიან

ზესტაფონელები ავსტრიაში მიემგზავრებიან

2-08-2011, 10:13

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც გრაცის ”შტურმთან” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას 3 აგვისტოს სტუმრად გამართავს, დღეს ავსტრიაში მიემგზავრება ...

ზემოიმერლები ქალაქ გრაცთან ახლოს მდებარე სასტუმრო ”პარადიზში” დაბინავდებიან.

დღეს 2 აგვისტოს, საქართველოს ჩემპიონები ქალაქ გრაცის ”UPC-Arena”-ზე თბილისის დროით 22:30 საათზე ივარჯიშებენ. ვარჯიშის დაწყებამდე ქართული გუნდის დამრიგებელი გია გეგუჩაძე ავსტრიული და ქართული მედია-საშუალებებისათვის მატჩისწინა პრეს-კონფერენციას გამართავს.

ოთხშაბათს გასამართი შეხვედრის უკეთ გაშუქების მიზნით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ტელეკომპანია ”იმედის” გადამღები ჯგუფი მიჰყვება. ქართული დელეგაცია ავსტრიაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერული რეისით (თბილისი-გრაცის მარშრუტით) ხვალ, დილის 11:00 საათზე, მიემგზავრება ...

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 6ავტორი: FanLiverpool
დღეს მეგონა :@:@
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით