Image

მსოფლიოს საკლუბო რეიტინგი

საქართველო 03-აგვ, 13:119 Sportnews 3267


















თვის დასაწყისში ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), ტრადიციულად, მსოფლიოს მორიგი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა (არ უნდა აგვერიოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში, რომელიც უფრო არსებითი და მნიშვნელოვანია).

IFFHS-ის რეიტინგში კვლავაც სამი ქართული კლუბია, რომელთაგანაც საუკეთესო პოზიცია თბილისის "დინამოს" უკავია, ოღონდ, ევროპის ლიგაზე წარმატებული ასპარეზობის მიუხედავად, დედაქალაქელთა მდგომარეობა გაუარესდა, "დინამო" 102-ედან 114-ე ადგილამდე დაქვეითდა.

სამაგიეროდ, სოლიდურად დაწინაურდა რუსთავის "მეტალურგი", რომელიც ერთბაშად 100 ადგილით აღზევდა, "ზესტაფონიც" ჩამოიტოვა და დღეს 195-ეა. იმერლები კი 168-ედან 221-ე საფეხურამდე დაეშვნენ.

ცნობისთვის, "ზესტაფონის" დღევანდელი მეტოქე "შტურმი" 270-ეა, ხოლო "დინამოს" ხვალინდელი მოწინააღმდეგე "რეიკიავიკი" - მე-200.

საუკეთესო ათეულში მცირედი ცვლილებებია. "სანტოსმა" და "ველეს სარსფილდმა" ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს, "შალკემ" კი კიევის "დინამო" ათეულიდან განდევნა.

ზეათეული ასე გამოიყურება: 1. ბარსელონა (ესპანეთი), 2. რეალი (ესპანეთი), 3. პორტუ (პორტუგალია), 4. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი), 5. მანჩესტერ სიტი (ინგლისი), 6. ვილიარეალი (ესპანეთი), 7. ინტერი (იტალია), 8. სანტოსი (ბრაზილია), 9. ველეს სარსფილდი (არგენტინა), 10. შალკე (გერმანია).

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
spinoza 4 აგვისტო 2011 00:35
მაგარი უაზრო რეიტინგია....
Mr.Black And White 3 აგვისტო 2011 20:11
კაი რა ბანძობა რაღაცააა ეს იფფფს
gvelesa 3 აგვისტო 2011 16:19
ესპანეტი ლიდერობს როგორც ყოველთვის
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (268)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა