გია გეგუჩაძე: ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა

გია გეგუჩაძე: ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა

3-08-2011, 16:36

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში, გრაცის "შტურმთან" მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ცენტრალურმა მცველმა გიორგი ონიანმა გუნდში არსებულ ვითარებასა და განწყობაზე ისაუბრეს.

"ყველა კითხვას პასუხი უშუალოდ თამაშში გაეცემა. სამწუხაროდ გუნდს ხიდეშელი ვერ დაეხმარება, რომელიც ტრავმირებულია. არ გვეყოლება ასევე ჩანკვეტაძეც, რომელიც მაღალი სიცხის გამო საქართველოში დავტოვეთ. დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში არიან და თამაშისთვის ემზადებიან. ჩვენი მიზანი პლეი ოფში გასვლაა", - განაცხადა გეგუჩაძემ.

"ჩვენ შეგვიძლია"შტურმს" ჩვენივე ფეხბურთი დავუპირისპიროთ, რომელიც შეტევაზე და კომბინაციურ ფეხბურთზეა ორიენტირებული. "შტურმის" თამაშში არა მგონია რამე განსაკუთრებული ცვლილება მოხდეს და თამაშის სტილი შეცვალონ.

მთელი 90 წუთის განმავლობაში საჭირო იქნება მაქსიმალური კონცეტრაცია და მობილიზება. ჩვენ მოედნის თითოეული მეტრისთვის ვიბრძოლებთ. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ანგარიშის (1:1) მიუხედავად გუნდს თამაშის მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეუძლია. "ზესტაფონის" ყველა ფეხბურთელი მოსაგებად არის განწყობილი", - აღნიშნა ონიანმა.

# 6ავტორი: zesta
მე მჯერა ზესტა აუცილებლად გავა პლეიოპში!!!!!!!!!!!!!!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით