Image

დინამო 2-0 რეიკიავიკი + გოლები

საქართველო 05-აგვ, 08:309 Sportnews 2821


















გუშინ საქართველოს ეროვნულ სტადიონზე თბილისის "დინამომ" ევროპის ლიგის მესამე საკვალიპიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში მეტოქე "რეიკიავიკი" 2-0 (6-1 ორი შეხვედრის ჯამში) დაამარცხა და შემდეგ ეტაფზე გავიდა.

პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის გამო , ქართულ გუნდს საკმაოდ დიდი ჰანდიკაპი ჰქონდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი წამითაც არ დამდგარა მომენტი , როდესაც ვინმეს ეფიქრა ეს ჰადიკაპი განიავდებოდა, პირიქით "დინამო" მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა , როგორც ბურთს ასევე შედეგს.

სანამ უშუალოდ მატჩის მომენტებს განვიხილავთ, ძნელია და აუცილებელია არ შეეხო ერთ ძალიან ცუდ ფაქტს , შეხვედრის პირველი ტაიმის დასასრულს , როდესაც ანგარიში 0-0 (4-1 "ორი შეხვედრის ჯამში) იყო და ბურთს ქართველი ფეხბურთელები აკონტროლებდნენ , სტადიონზე მისული გულშემატკივრის ნაწილმა სტვენა დაუწყეს ქართველ ფეხბურთელებს, ჩნდება კითხვა რატომ? აუცილებელია , რომ ასეთი ჰანდიკაპის მიუხედავად კვლვა მთელი ძალებით ითამაშონ? პასუხი არის არა , რადგან "დინამოს" წინ ელის ჯერ 7 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის პირველი შეხვედრა და ასევე ფლეი ოფი. ვფიქრობ მეორე ტაიმში ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელის ჯიღაურის გაძევება შეიძლება ამ მოვლენის "დამსახურება" იყო. დარწმუნებული ვარ სტვენის შემდეგ ახალგაზრდა უნიჭიერესი ფეხბურთელი ისეთი დამშვიდებით ვეღარ თამაშობდა , როგორც თავიდან მოედანზე იყო გამოსული.

თბილისის "დინამოს" ყველაზე სუსტ წერტილად დაცვა ითვლება და მცველები წინა შეხვედრაში ხშირად უშვებდნენ კურიოზულ შეცდომებს , მაგრამ გუშინდელ შეხვედრაში ასეთი რამ სასიხარულოდ არ მომხდარა და "რეიკიავიკსაც" მთელი შეხვედრის განმავლობაში ნაღდი საგოლე მომენტი არ ჰქონია , მხოლოდ 1-2ჯერ სახიფათოდ დაარტყეს "დინამოს" კარისკენ.

პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის გა, პირველ ტაიმში "დინამო" უფრო ბურთის დაჭერაზე იყო ორიენტირებული ვიდრე შეტევაზე , რაც გასაკიცხი არ არის. ქართველმა ფეხბურთელმა პირველ ტაიმში რამდენიმე ისეთი კომბინაცია გაითამაშეს , რომ ნებისმიერ ევროპულ გრანდს დაამშვეებდა. შეხვედრის პირველ ნახევარში შევძელით რამდენიმე მომენტის შექმნა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოხერხდა.

მეორე ტაიმის განახლებიდან 3 წუთში ესპანელმა ლეგიონერმა იაგუემ "რეიკიავიკის" მცველების შეცდომით ისარგებლა და "დინამო" შეხვედრაში 1-0 დააწინაურა , ორი მატჩის ჯამში კი სოლიდური უპირატესობა უფრო სოლიდური გახადა.

დინამო 2-0 რეიკიავიკი + გოლები


მალე დადგა ჯერი მეორე გოლის , 7 წუთში მეორე გოლი გიორგი კახელიშვილმა გაიტანა. კახელიშვილის ბოლო დროინდელი პროგრესი აშკარაა. თამამად შეიძლება ითქვას ევროპის ლიგის მესამე საკვალიპიკაციო ეტაპზე კახელიშვილი "დინამოს" ლიდერი იყო და მის წარმატებაში დიდი წვრილი დაიდო.ვე არ შეიძლება არ ავღნიშნო გოლებისის აღნიშნვნის სცენა, ეს გოლები კახელიშვილმა და ქართველმა ფეხბურთელებმა კახელიშვილს ახალ დაბადებულ შვილს მიუძღვნეს.

შეხვედრის 81-ე წუთზე ერთი სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა , "დინამო" 10 კაცით დარჩა მოედანზე , მსაჯმა წითელი ბარათი ახალგაზრდა ჯიღაურს უჩვენა , თუ ზემოდ ავღნითნეთ გულშემატკივრის სტვენა და ცუდი საქციელი აქ პირიქით უკვე არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ქართველი გულშემატკივრის სამაგალითო საქციელი , როდესაც ჯიღაურს წითელი ბარათის მიუხედავად ყველა ფეხზე წამომდგარი და ტაშის დაკვრით აცილებდა მოედნიდან.

საბოლოოდ შეხვედრა 2:0 (6-1 ორი შეხვედრის ჯამში) დასრულდა , დღეს არის კენჭისყრა , სადაც გაირკვევა "დინამოს" მეტოქე , ევროპის ლიგის კენჭისყრა 15:30 საათზე დაიწყება.

4. 08. 21:00. თბილისი. “ეროვნული”. 20000 მაყურებელი.

“დინამო” (თბილისი, საქართველო)-“რეიკიავიკი” (ისლანდია) 2:0 (0:0) (პირველი მატჩი 4:1)

დინამო: ლორია, ოდიკაძე, ჰომოლა, კაკუბავა (ბერაია 66), თომაშვილი, ფირცხალავა, კოშკაძე (თექთურმანიძე 63), ჯიღაური, კახელიშვილი, რობერტინიო, იაგუე (ლექვთაძე 56).

მწვრთნელი: ალექს გარსია.

რეიკიავიკი: ჰალდორსონი, სიგურდსონი (ფრიდგეირსონი 77), ოლაფსონი, ეგილ იონსონი, გუნარსონი, გუნარ იონსონი, ფინბოგასონი (ლუდვიკსონი 66), ჰაუკსონი (ბალდვინსონი 49), სნორასონი, ბიორნ იონსონი, იოსეპსონი.

მწვრნელი: რუნარ კრისტინსონი.

გოლები: 1:0 იაგუე (48), 2:0 კახელიშვილი (55).

გაფრთხილება: ოლაფსონი (35), ფირცხალავა (40), ფინბოგასონი (44), იოსეპსონი (47), კახელიშვილი (53), ბიორნ იონსონი (72), ჯიღაური (75, 81), ლუდვიკსონი (90+4).

გაძევება: ჯიღაური (81).

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
gvelesa 5 აგვისტო 2011 10:52
უფ მაგარი იყო რა გილოცავთ კიდევ ერთხელ

ბიჭოდა მთლიანი მატჩი დადეთ რა
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (299)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა