Image

უეფა და ესპანური მხარე ქუთაისზე თანახმაა

საქართველო 23-აგვ, 22:379 Sportnews 1557


დღეს საღამოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფა–დან და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ოფიციალური წერილები მოვიდა.

ესპანელების წერილში ნათქვამია, რომ მათ აკმაყოფილებთ ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ყველა პირობა და ოფიციალურ თანხმობას აცხადებენ, 1 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ქუთაისის სტადიონზე გამართონ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ქუთაისში იმყოფებოდნენ ესპანური მხარის წარმომადგენლები, რომლებმაც დაათვალიერეს კოპიტნარის აეროპორტი, ქუთაისის სტადიონი და სასტუმროები და ნანახით კმაყოფილები დარჩნენ.

უეფამ კი, ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ ისინი თანახმა არიან მატჩს ქუთაისის სტადიონმა უმასპინძლოს, 1 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 20:30 საათზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ახლა უკვე 2 სექტემბერს გასამართი ეროვნული ნაკრების მატჩის შესახებ ელოდება ოფიციალურ თანხმობას.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 23 აგვისტო 2011 22:44
აუ არადა მაგრად მინდოდა ამ თამაშზე დასწრება , რა უნდა ქუთაისში ამ შეხვედრას
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (192)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა