ლევან ყენიამ ვარჯიში განაახლა!

ლევან ყენიამ ვარჯიში განაახლა!

23-08-2011, 22:51

ჩვენი ფეხბურთის იმედმა, გელზენკირხენის ”შალკეს" შემტევმა ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ვარჯიში განაახლა. ეს გასახარი ამბავი ”ემპოლის" თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გვაცნობა.

”ვიცი, რომ რამდენიმე დღეა, რაც ყენიამ ვარჯიში დაიწო, ჯერ დარბის და ფიზიკურად ემზადება, მალე კი გუნდს შეუერთდება. მისმა გამოჯანმრთელებამ ძალიან გამახარა. იმედია, რეაბილიტაციას მალე დაასრულებს და მოედანსაც უახლოეს პერიოდში დაუბრუნდება. იშვიათი ნიჭის პატრონია, ასეთებს ევროპაში ეძებენ და ამიტომაც მიხარია, მკურნალობა რომ დაასრულა.

ნებისმიერი ქართველის წარმატება მსურს, მით უფრო ყენიასი და მინდა, მალე დაამტკიცოს, რომ დიდი ფეხბურთელია", - ამბობს მჭედლიძე.

ლევანი იმედოვნებს, რომ ყენიას მოედანზე დაბრუნება საქართველოს ნაკრებსაც წაადგება: "ჩვენი გუნდის პრობლემა შეტევების ორგანიზებაა, ლევანს კი სწორედ ამ პრობლემის მოგვარება, ბურთის დაჭერა და კარგი გადაცემების გაკეთება შეუძლია, სირაძესა და დვალიშვილს კი ბურთის მიმწოდებელი ეყოლებათ. დღეს ისინი არიან ნაკრების თავდამსხმელები და ამიტომაც განსაკუთრებით ვქომაგობ. მესმის, რა ვითარებაცაა, ასე ძნელია გოლის გატანა. კარგად იხსნებიან, სულ მოძრაობენ, მაგრამ ბურთის მიმწოდებელი სჭირდებათ."

# 1454ავტორი: admin
აეეეეეეეეეე ეგრე რა შეკაცო მომატრა ეს კაცი და იქნებ მალე ვიხილო სტადიონზე რა
# 872ავტორი: Richie
ძალიან კარგი იმედია მალე ჩადგება ფორმაში და ისევ ის და კიდევ უკეთესი ყენია გვეყოლება ქართველებს

ძალიან კარგი იმედია მალე ჩადგება ფორმაში და ისევ ის და კიდევ უკეთესი ყენია გვეყოლება ქართველებს
# 2783ავტორი: Sportnews
მე მჭედლიძეს სიტყვები მომეწონა , ძალიან კარგად ისაუბრა ყენიაზე და ასევე საქართველოს ნაკრებს, ყენიას და მჭედლიძეს დუეტი ნაკრებში , გახსოვთ ამ ორმა ფეხბურთელმა შოტლანდიის იმ დროის ძლიერი ნაკრები რა დღეში ჩააგდეს,ყენიაც და მჭედლიძეც გააწამეს ტრავმება , ორივე ფეხბურთელი მაგრად აკლია ნაკრებს განსაკუთრებით ყენია

--------------------

# 520ავტორი: slim4you
სასიამოვნო ფაქტია.

წარმატებები ყენიას.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით