Image

Preview:ბრიუგე–ზესტაფონი

საქართველო 25-აგვ, 11:059 Sportnews 3055


დღეს ორ ქართულს გუნდს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის, დღეს გაირკვევა ითამაშებს თუ არა ქართული გუნდი ევროპის ლიგაზე, ორ ქართულ გუნდს შორის ერთი "ზესტაფონია", რომელიც სტუმრად "ბრიუგეს" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა საქართველოში 3–3 დასრულდა, ყველამ ვნახეთ ეს შეხვედრა და ყველამ კარგად ვიცით, რომ არა მსაჯის ასეთი უნებური თუ ძალითი შეცდომები "ზესტაფონი" აუცილებლად მოიგებდა პირველ შეხვედრას და თან საკმაოდ კარგი სხვაობით. "ზესტაფონის" ესეთი კარგი თამაში მითუმეტეს დასაფასებელია, რადგან გუნდი შეხვედრის წინა დღეს მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, ყველაფრის მიუხედავად "ზესტაფონმა" მაინც არ გააწბილა ქართველის გულშემატკივარი და ღირსეული თამაში აჩვენა.

"ზესტაფონს" სტუმრად ბრიუგესთან შეხვედრამდე ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით "ზესტაფონი"–"დილას" შეხვედრა უვადოდ გადაიდო, რაც ნამდვილად დასაფასებელი საქმეა ფედერაციის, რადგან გუნდს დასვენების საშუალება მისცა.

ზესტაფონელები ბელგიაში დადებითი განწყობით იმყოფებიან და მათი განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ შემდეგ ეტაფზე გასასვლელად, ქართველი ფეხბურთელები შანსებს თანაბრად აფასებენ, როგორც გუნდის მწვრთნელი ჭიაბრიშვილი.

გელაშვილი: "ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. ჩვენი გუნდი ბრძოლისთვისაა შემართული და ვეცდებით, ამ ურთულეს ამოცანას თავი წარმატებით გავართვათ".

ჭიაბრიშვილი: "ბრიუგე" ძლიერი გუნდია, თამაშობს შემტევ ფეხბურთს და შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ჩვენი შანსი. თბილისში მეორე ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და თუ ის დონე შევინარჩუნეთ, ჩვენი შანსები 50 პროცენტზე მეტიც იქნება. წინ დიდი ბრძოლა გველის, გამარჯვებისთვის კი თავს არ დავზოგავთ".

ზესტაფონის" 19-ივე ფეხბურთელმა "იან ბრეიდელზე" სრული დატვირთვით ივარჯიშა. წვრთნას დაესწრო კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელიც "ზესტაფონს" ბრიუგეში შეუერთდა.

საქართველოს ჩემპიონ “ზესტაფონის” ბელგიის “ბრიუგესთან” გასვლით მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა წარუძღვება. არბიტრი - პროფესიით ეკონომისტი, 42 წლის ტონი ასუმაა, რომელიც ფინეთის ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს. ფინეთის ვეიკაუსლიგაში მსაჯობა 2003 წლიდან დაიწყო და იქიდან მოყოლებული 94 მატჩს (მათ შორის 36 - საერთაშორისო დონეზე) მოემსახურა არბიტრის რანგში. ბოლო საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც ტონი ასუმაამ იმსაჯა, 2010 წლის სექტემბერში ჩატარდა - ევრო-2012-ის შესარჩევი ციკლის მატჩში მალტამ ლატვიას უმასპინძლა და 0:2 წააგო.

"ბრიუგე"–"ზესტაფონის" შეხვედრა საქართველოს დროით 22:30 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი თავიდან მეორე არხზე დაიწყება, რადგან ამ დროს პირველ არხზე "დინამოს" შეხვედრის ბოლო წუთები იქნება, შემდეგ კი ამ შეხვედრის დასრულებისას ტრანსლიაცია "ზესტაფონის" თამაში პირველ არხზე გადმოინაცვლებს. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ გუნდს "ბელგიაში".


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა