Preview: დინამო–აეკი
მიზანი ერთია თბილისის "დინამო" გახდეს ისევ ის ძველი "დინამო", რომელიც ევროპაში უგებდა ვეებერთელა გუნდებს და ევროპაში ანგარიშ გასაწევი ძალა იყო, ამ მიზნის დასაწყისი უკვე რამდენიმე კვირაა, მთავარი შემოქმედი კი შეიძლება დღევანდელი დღე გახდეს.
სხვა ქართული გუნდი გულშემატკივრები იმედია არ მიწყენენ, მაგრამ "დინამო" ქართულ გუნდებს შორის ყველაზე გამორჩეული, სწორედ "დინამოს" უკავშირდება ქართული ფეხბურთის ძველი ისტორია და ალბათ ამიტომაც "დინამო" ყველას მაინც სხვანაირად უყვარს.
ერთი კვირის წინ "დინამომ" საბერძნეთში ძალიან რთული შეხვედრა ჩაატარა, ახალს არაფერს აღმოვაჩენ თუ ვიტყვი, რომ საბერძნეთში თამაში ძალიან რთულია, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები მხოლოდ შეხვედრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გატყდნენ და სამწუხაროდ ის შეხვედრა 1:0 წავაგეთ. მაგრამ ეს ის ანაგარიში არაა, რომლის აღმოფრქვა "დინამოს" ქართველი გულშემატკივრების წინაშე არ შეუძლია. "დინამომ" ევროპის ლიგის სამივე საკვალიპიკაციოზე მოახერხა სახლში გამარჯვება და თანაც ერთ ბურთზე მეტი უპირატესობით.
დღეს ეროვნულ სტადიონზე ბევრი ქართველი გულშემატკივარის მისვლას ვარაუდობენ , სავარაუდოა, რომ ეროვნული სტადიონი თითქმის შეივსება, რაც ბოლოს როდის მოხდა ქართულ გუნდზე აღარც კი გვახსოვს , ქართველი ფეხბურთელები და "დინამოს" მთავარი მწვრთნელი სწორედ გულშემატკივრის მხარდაჭერას მიიჩნევენ საბოლოო წარმატების მთავარ გზამკვლევად. "დინამომ" დღეს თავი უნდა დადოს მოედანზე და გულით უნდა გაიმარჯვოს.
ხისკო:მე მჯერა ჩვენი გუნდისა და მინდა, სტადიონი ბოლომდე შეივსოს. წარმომოდგენია, ამხელა არენაზე სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშს როგორი ემოციები ახლავს, თანაც, ყველა თუ იყვირებს "დინამო"! "დინამო"! ამის ახლა წარმოდგენაც კი ძალიან მსიამოვნებს"
ალექს გარსია:"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის, დიდი იმედი გვაქვს გულშემატკივრის მხარდაჭერის. ჯერ სასტარტო შემადგენლობაში ვინ ითამაშებს არ გადამიწყვეტია. აეკ-იდან ხოსე კარლოსის მიმართ მოგვეთხოვება განსაკუთრებული ყურადღება. უშანსოდ არც ბურთის გაშვების შემთხვევაში ვიქნებით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩემმა ბიჭებმა იციან, რომ ხვალ ისეთი თამაში გველის, სადაც მხოლოდ ფეხით კი არა გულითაც უნდა ითამაშო. ერთი შემიძლია ფეხბურთელების სახელით დანამდვილებით გითხრათ, ყველანი სულს დავტოვებთ გამარჯვებისთვის"
"დინამოს" "ზესტაფონის" მსგავსად ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა "ტორპედოსთან" ფედერაციამ უვადოდ გადადო, რამაც ქართველ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მისცა, გუშინ "დინამომ" ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშა. დღეს "დინამოს" ოფიციალური ფან–კლუბი გლადიატორები სპეციალურ ლურჯ–თეთრ ფურცლებს დაარიგებენ რაც კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეე ქართველ გულშემატკივრებს შორის.
დღევანდელი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება , მატჩის პირდაპირი ტრანსლიაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება, ყველას გვჯერა, რომ გულშემატკივრის მხარდაჭერით "დინამო" შეძლებს ამ ბარიერის დაძლევა. წარმატება "დინამოს".

მოიწონეთ სტატია
კომენტარები