Image

ჯვაროსნები სრული შემადგენლობით ბასაზე ემზადებიან

საქართველო 30-აგვ, 01:049 Sportnews 6076


















29 აგვისტოს, საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრები სფფ–ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ სრული შემადგენლობით შეიკრიბა.

მანამდე კი, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – თემურ ქეცბაიამ, ეროვნული გუნდის ნახევარმცველ – დავით თარგამაძესთან ერთად, პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება შევძლოთ. თუმცა, ფაქტია, რომ სხვა გუნდების შედეგებზეც ვართ დამოკიდებული. მძიმე თამაში გველის ლატვიასთან და შემდეგ ორ თამაშშიც. იმედია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად იქნება და კარგად მოვემზადებით. ლატვია კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ჩვენი გულშემატკივრების წინაშე აუცილებლად უნდა მოვიგოთ.

დღეს რომ გუნდს ფლეი–ოფში მოხვედრის შანსი კიდევ დარჩა, ეს უპირველესად ბიჭების დამსახურებაა. არსებული რესურსით ჩვენ ისეთი გუნდის შექმნას ვცდილობთ, რომელიც გუნდურ თამაშს ითამაშებს. ძალიან მეიმედება იმ ახალგაზრდების, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ ასპარეზზე და ალბათ, მალე შეძლებენ ეროვნულ გუნდში თამაშს.

რა თქმა უნდა, კარგად მესმის იმ გულშემატკივრის, ვისაც თამაშზე მოხვედრა უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ ეროვნულ სტადიონზე თამაში შეუძლებელი იყო მინდვრის საფარის საშინელი მდგომარეობის გამო, ამიტომ გადაწყდა „მიხეილ მესხზე“ გვეთამაშა, რომელიც უფრო პატარა სტადიონია და შესაბამისად, ყველა მსურველს ვერ დაიტევს.

„მიხეილ მესხზე“ ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა, თუმცა, რაც გაკეთდა, წარმოუდგენლად მოკლე დროში და უმაღლეს დონეზე. მინდვრის საფარი ისეთია, უკეთესს რომ ვერ ინატრებს კაცი – ფანტასტიური! ჩვენც, უპირველესად, ეს გვინდოდა. აბსოლუტურად შეცვლილია გასახდელები, VIP და პრეს ლოჟები. მოკლედ, ყველა პირობაა შექმნილი კარგი ფეხბურთის სათამაშოდ“ – განაცხადა ქეცბაიამ.

„ჯვაროსნებს“ ტრავმის გამო მხოლოდ უჩა ლობჟანიძე დააკლდებათ. მის ნაცვლად, შეკრებაზე „ზესტაფონის“ ფეხბურთელს – კახა ალადაშვილს უხმეს. თავად ლობჟანიძე ბაზაზე მაინც გამოცხადდა და მთელი დღე თანაგუნდელებთან ერთად გაატარა; ვარჯიშს კი, ტრიბუნიდან ადევნა თვალი.

ნაკრების ვარჯიშს მოგვიანებით შეუერთდა საბერძნეთიდან ახლადჩამოსული დავით კვირკველია. აღდგენით ვარჯიშებს ატარებდნენ კახა ალადაშვილი, შოთა გრიგალაშვილი და ალეკო ამისულაშვილი.

ვარჯიშმა საათზე მეტხანს გასტანა. ქეცბაიამ საღამოს წვრთნა ორკარათი დაასრულა.

30 აგვისტოს, ნაკრების საღამოს ვარჯიში 18:00 საათზე დაიწყება და მედიისთვის, ტრადიციულად, 20 წუთი იქნება ღია. 31 აგვისტოს, გუნდი საღამოს 19:00 საათზე ივარჯიშებს. 1 სექტემბერს, წინასამატჩო ვარჯიში 20:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 31 აგვისტო 2011 11:13
რაულიტო,
რევიშვილს უფრო ლორია ჯობია. რაც მე ანჟის თამაშები მაქ ნანახი სუ პრიმიტიულ შეცდომებს უშვებს და რავი....
Sportnews 30 აგვისტო 2011 23:06
Sir Gio,
არა , მარტო მეორე ადგილები , მე მასე ვიცი და არა მგონია არასწორედ ვიცოდე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
Sir Gio 30 აგვისტო 2011 22:29
ვაააა ესეიგი გასვლას აპირებენ? შანსები განიხილებაა და რამეე? რო გავიდნენ ვინც თემურას ძეგლი არ დაუდგას იმიდედაც. ვინმემ ტუ იციტ მსოპლიოს ჯგუპურზე ესპანეთი საპრანგეთი რო გვყავს მანდ საუკეთესო მესამე ს ტუ ახვედრებენ პლეი ოპში???
Sportnews 30 აგვისტო 2011 21:50
gvelesa,
რატო უნდა დააყენონ ლორია და არა რევიშვილი ?? უყურებ შენ საერთოდ რევიშვილის თამაშს??
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
gvelesa 30 აგვისტო 2011 17:43
თუ დინამოდან არ იყო ფეღბურთელები და რევიშვილი დააყენეს კარში და ლორია არა ლატვიას ვუბალენშიკებ.აბა რევიშვილს ხომ არ დავუკრავ ტაშს იბიომატ.წესით ლორია უნდა დააყენონ
geosochi 30 აგვისტო 2011 16:25
gvelesa,
მთავარია 3 ქულა ავიღოთ )))
admin 30 აგვისტო 2011 16:13
liver8g,
ხო ალბად ლოკომოტივზე იქნება, დააგეს ახალი საფარი იქ როგორც ვიცი
liver8g 30 აგვისტო 2011 14:46
ეს თამაში მიხეილ მესხის სახ. სტადიონზეა ხოო.ალბათ ჩამოვალ :)
admin 30 აგვისტო 2011 14:13
gvelesa,
აუ არ მინდა ლორია კარში :(

geosochi, ნეტა მოვიგოთ და იყოს 1:0 :)
geosochi 30 აგვისტო 2011 13:18
საქართველო 2:0 ლატვია
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (209)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა