საქართველო
Preview: მალტა–საქართველო

დღეს საქართველოს ნაკრები ევროპიც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ბოლოს წინა შეხვედრას გამართავს მალტას ნაკრებთან, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს დროით 22:25 საათზე გაიმართება და მატჩის პირდაპირ ტრანსლიაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

საქართველოს ნაკრები რამდენიმე დღის წინ სულ მცირე შანს მაინც ინარჩუნებდა ჯგუში მეორე ადგილის დაკავების, მაგრამ საკუთარ კედლებში ლატვიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ეს შანსი აღარ არსებობს.

მიუხედავად ბოლო ოთხ შეხვედრაში წარუმატებლობისას, განსაკუთრებით მტკივნეული მაინც სახლში ლატვიის ნაკრებთან იყო მატჩი, ჩემი აზრით ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, ბოლო ათ წლეულის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანს პირველი სამი ტურის შემდეგ კარგავდა, მეტიც გასული შესარჩევი ისე ჩავატარეთ ჯგუფში ერთი გამარჯვებაც არ გვქონდა, ახლა კი ჯგუფიდან გასვლის შანსი მხოლოდ შესარჩევის დასრულებამდე ორი ტურით ადრე დავკარგეთ, თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს ჯგუფში ერთადერთი მარცხი აქვს ევროპის ერთ–ერთ გრანდს ხორვატიას და სწორედ ჩვენ შევძელით ხორვატიის დამარცხება, მაგრამ რა თქმა უნდა ყველას მაინც გასვლა გვსურს და გვინდა საქართველოს ნაკრებმა უფრო მეტი გოლი გაიტანოს, რადგან 8 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი გვაქვს.

მაგრამ ორ წელიწადში ვერ გავხდებით მსოფლიო ჩემპიონები, ვერ დავწყებთ მეტოქეების განადგურებას , დაახლოებით ჩემი სიტყვები ქეცბაის სიტყვებს ჰგავს, რომელიც მან გააკეთა ლატვიის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერაციაზე, მის სიტყვებში ბევრმა სიმართლე დაინახა ბევრმაც ვერა, მაგრამ ფაქტი ერთია საქართველოს ნაკრების პროგრესი აშკარაა მთლიანობაში და კიდევ უფრო უკეთეს მომავლის იმედი გვაქვს.

რაც შეეხება უშუალო დღევანდელ შეხვედრას, დღევანდელ შეხვედრაში მართლაც საქართველოს ნაკრებს სხვა გზა არ აქვს და მხოლოდ გამარჯვება მოეთხოვება , ჩვენ ნაკრებს 9 ქულა აქვს და დღეის შემდეგ თუ 12 გაუხდება ურიგო არ იქნება , საქართველო და მალტა აქამდის 6–ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ჩვენ ნაკრებს 4 მოგება, 1 ფრე და შესაბამისად 1 მარცხი აქვს.

ლატვიასთან შეხვედრაში ბევრისთვის ერთადერთი დადებითი მხარე ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის თარგამიძის კარგი თამაში იყო, მაგრამ სამწუხაროდ ის დღევანდელ შეხვედრაში ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, ისევე როგორც ამისულაშვილი.

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ ), ნუკრი რევიშვილი („ანჟი“, რუსეთი), როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“)

მცველები: კახა კალაძე („ჯენოა“, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი („ქაისერისპორი“, თურქეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), გია გრიგალავა („ვოლგა“, რუსეთი)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („ზესტაფონი“), ჯაბა კანკავა („კრივბასი“, უკრაინა), ლევან კობიაშვილი („ჰერტა“, გერმანია), დავით კვირკველია („პანიონიოსი“, საბერძნეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“ მოსკოვი, რუსეთი), ალექსანდრე გურული („კარპატი“, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე („მეტალურგი“, რუსთავი), შოთა გრიგალაშვილი („ზესტაფონი“)

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი („კარლსრუე“, გერმანია), დავით სირაძე („სპარტაკი“ ნალჩიკი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი („მაქაბი“ ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე („კრასნოდარი“, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („არსენალი“, უკრაინა).

საქართველოს ნაკრებს მალტას ნაკრების შემდეგ საბერძნეთის ნაკრებთანღა ექნება ჩასატარებელი შეხვდრა, ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ იმედია ჩვენ მაინც ჩვენსას ვეცდებით და ჯგუფში შევძლებთ მესამე ადგილის დაკავებას, მეოთხე ადგილი კი გარანტირებული გვექნება თუ მალტას დავამარცხებთ.








კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 14.12.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 436 комментариев
  • 20 публикаций
^
ბიჭებო ო შევიგინო ბანს დამადებთ ? :D:D:D
  • admin

  • 7 სექტემბერი 2011 00:22
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
FC Bayern München,
რა 2-0 4-0 მოიგეს :დ
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 14.12.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 436 комментариев
  • 20 публикаций
^
liver8g,
ეხლა ხო იცი? :D აზერებმა მოიგე,სომხეთი 0-2 იგებს სლოვაკეთთან გასვლაზე :D:D ჩვენ ? ჩვენ ვიტანჯებით მალტასთან..შენ კიდე ამბობ სომხები და აზერები გამოგრჩაო :D :D :D
  • admin

  • 6 სექტემბერი 2011 23:05
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 1454 комментария
  • 589 публикаций
^
ნახეთ რა გოლი გაგვიტანეს ? :D
  • liver8g

  • 6 სექტემბერი 2011 22:32
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 8.05.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 189 комментариев
  • 27 публикаций
^
FC Bayern München,
აჰა არ ვიცოდი :D:დ
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 14.12.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 436 комментариев
  • 20 публикаций
^
liver8g,
სომხეთი და აზერები ჩვენზე მაღალი დონის გუნდებია ძმაო :D:D:
  • liver8g

  • 6 სექტემბერი 2011 20:33
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 8.05.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 189 комментариев
  • 27 публикаций
^
პროსტა მართლა კაი მწვრთნელია და შენი არ იყოს ამ უნიჭოების ხელში მართლა ცოდოა wink wink

FC Bayern München,
ძმა იქ გუნდები რო ჩამოთვალე სომხეთი და აზერბაიჯანი გამოგრჩა wink wink აზერბაიჯანი რას უბერავს 3-1 ს უგებს wink wink აუ დღეს თუ მალტამ მიგვაფარჩაკა საერთოდ აგარ ვუყურებ საქართველოს თამაშს რა wink
  • Richie

  • 6 სექტემბერი 2011 20:31
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 25.02.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 872 комментария
  • 502 публикации
^
admin,
საღოლ კარგი იყო wink
  • liver8g

  • 6 სექტემბერი 2011 20:31
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 8.05.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 189 комментариев
  • 27 публикаций
^
FC Bayern München,
მაგარი რა..... დაკუნთული wink wink უხეში და მამაკაცური wink wink wink wink
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 14.12.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 436 комментариев
  • 20 публикаций
^
liver8g,
wink wink wink wink wink wink როგორი მაგარია ? wink wink wink wink


1 2