ლევან ყენია "შალკედან" არავის გაუშვია

საქართველო 05-ოქტ, 14:519 Sportnews 1604 5






ჩვენი ეროვნული გუნდის საბერძნეთის ნაკრებთან შეხვედრამდე ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" გამართულ პრესკონფერენციაზე თემურ ქეცბაიას ლევან ყენიაზეც ჰკითხეს - გელზენკირხენის "შალკეს" ქართველმა პლეიმეიკერმა ვარჯიში განაახლა და ნოემბრის ამხანაგურ მატჩში თუ გამოიძახებთო.

"ამ გუნდში ბერძენი მეგობარი მყავს, რომელიც ამბობს, რომ ყენია გუნდში არ უნახავს და სად ვარჯიშობს, წარმოდგენა არ მაქვსო. სამწუხაროა, ამ დონის მოთამაშე რომ გამოგვაკლდა. დარწმუნებული ვარ, ყენია რომ გვყოლოდა, გუნდი უკეთ იასპარეზებდა", - ასეთი იყო ქეცბაიას პასუხი.

პრესკონფერენციაზე "ბილდის" ძველ ინფორმაციაზეც ითქვა, თითქოს ყენიამ "შალკე" დატოვა. მსგავსი ხმები მაშინაც ვრცელდებოდა, როდესაც ლევანი ჯანმრთელად იყო.

ცხადია, ყენიას მდგომარეობა განსაკუთრებით გვაინტერესებს, რადგან მსოფლიოს ტალანტებში დასახელებული ქართველი ფეხბურთელია, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთ ამბიციურ კლუბში ირიცხება და ჩვენს გულშემატკივარს მისი დიდი იმედი აქვს.

აქვე ვიტყვით, რომ თავად ლევანთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ამიტომ მის ახლობლებს დავეკითხეთ.

"ლევანი გუშინ დაგვიკავშირდა და მსგავსი არაფერი უთქვამს. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, გუნდს ტრანსფერზე არ დაუყენებია. ან საიდან მოიტანეს, ასე რომ ყოფილიყო, ლევანი აუცილებლად მეტყოდა, არ დამიმალავდა. არადა, კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს და ნამდვილად "შალკეში" ვარჯიშობს.

ქეცბაიას გელზენკირხენელმა მოთამაშემ ინფორმაცია რომ მიაწოდა, გუნდთან ერთად არ ვარჯიშობსო, მართალია. ლევანმა გუნდთან ერთად ვარჯიში კი დაიწყო, მაგრამ შემდეგ სიფრთხილე გამოიჩინა და მოთმინება ამჯობინა, ფორმის აღდგენის პროცესი რომ არ დაეჩქარებინა. ახლა "შალკეში" ინდივიდუალურად ვარჯიშობს და გასაკვირი არ არის, სხვა მოთამაშეები თუ ვერ ხედავენ.

როგორც მითხრა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ნოემბრიდან ივარჯიშებს, ზამთარში კი "შალკეს" მოსამზადებელ ეტაპზე გაჰყვება", - გვითხრა ყენიას ბიძამ, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა გიორგი კიკნაძემ.

ასე რომ, ნაადრევი გამოდგა ჩვენი ოპტიმიზმი - ყენია ხუთთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს ნოემბერში დაუბრუნდებაო - სავარაუდოდ, ეს მომავალი წლისთვის გადაიდო. მთავარია, რომ ლევანს კოჭი აღარ აწუხებს და "შალკეს" მალე შეუერთდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 5

admin 06-ოქტ, 13:44

მოვესწრებით ამ ბავშვის ნაკრენში დაბრუნებას ნეტა? რა უბედურებაა ამდენი ტრამვა ტო 1წელია არ უთამაშია

Alex_Song 05-ოქტ, 17:51

ციტატა: რაულიტო
ეს ახალგაზრდა და კაკასგან განსხვავებით უფრო გაუდვილდება ფორმის დაბრუნება და კაკაც მგონი იბრუნებს ძველ ფორმას

ეხ როგორც პელე ვერ იტამაშებს ფეხბურთს ისე ვერ ითამაშებს კაკა ძველებურ ფორმაში:D რეალში ყველაზე მაგრა ეგ მევასება:D
1.კაკა
2.კასო
3.ალონსო
4.ბენზემა
5.იგუაინი

Sportnews 05-ოქტ, 16:32

sanchez9,
ეს ახალგაზრდა და კაკასგან განსხვავებით უფრო გაუდვილდება ფორმის დაბრუნება და კაკაც მგონი იბრუნებს ძველ ფორმას

Alex_Song 05-ოქტ, 15:42

როგორც კაკა ვერ დაიბუნებს ფორმას ესეც ეს იქნება:D ნეტა კაკას დონის იყოსსს

Sportnews 05-ოქტ, 14:56

მალე დაბრუნდეს ყენო რა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018