დინამო 2-3 მეტალურგი

საქართველო 16-ოქტ, 23:529 Sportnews 1797 7





დღეს საქართველოს ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა გაიმრთ "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე. ერთმანეთს თბილისის "დინამო" და რუსთავის "მეტალურგი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრამ მოლოდინი მართლაც გაამართლა და სტატუსი ცენტრალურობა ასევე გამართლდა. შეხვედრა ძალიან სანახავი გამოდგა. მატჩში ხუთი გოლი გავიდა. აქედან 3 გოლი სტუმრებმა "მეტალურგმა" გაიტანა , ორი კი მასპინძლებმა "დინამომ".

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ირაკლი მაისურაძეა, რომელმაც დუბლის გაფორმება შეძლო და ორი შესანიშნავი გოლი გაუტანა "დინამოს". "მეტალურგის" ამ მოგებით ცხრილში მდგომარეობა ძალიან დაიძაბა.

16.10. 18:00. თბილისი. "მიხეილ მესხი". 700 მაყურებელი
"დინამო" (თბილისი) – "მეტალურგი" (რუსთავი) 2:3 (1:3)
დინამო: გრიშიკაშვილი, ოდიკაძე, ჰომოლა, თომაშვილი, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი (იაგუე 54), ალვარო, კოშკაძე, კოტო (ლექვთაძე 75), ჩისკო, კახელიშვილი (ჯიღაური 64).
მწვრთნელი: ალექს გარსია.
მეტალურგი: ბედიაშვილი, სეთურიძე, მახვილაძე, ალექსანდრე კვახაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, ქავთარაძე (დობროვოლსკი 66), ჭედია, ირაკლი მაისურაძე (გავაშელიშვილი 81), მიქაბერიძე (მოდებაძე 74), ტატანაშვილი.
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი.
გოლები: 0:1 მიქაბერიძე (7), 1:1 ალვარო (14), 1:2, 1:3 მაისურაძე (30, 39), 2:3 კახელიშვილი (53).
გაფრთხილება: კვეკვესკირი (16), ჩისკო (19), რაზმაძე (45), კვახაძე (56), ჯიღაური (74), მახვილაძე (88).
არბიტრი: ლევან კვარაცხელია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარები 7

Mrkartvela 17-ოქტ, 22:27

აი ხო რუსთაველი ვარ არა მარა მაინც დინამოს მოგება მინდოდა რაღაცნაირად მეტალურგი არამგონია ევროპაზე რამე გააკეთოს დინამომ მინდა რო 1 ადგილი აიღოს მერე ტრანსფერებს განახორციელებს და გვეშველება და მეტალურგს ჯერ წესიერი მფლობელიც კი არ ყავს რო მიხედოს მარა საღორ ვულოცავ ბიჯებს ...

admin 17-ოქტ, 15:35

ვახ მეტალურგი აღარ ხუმრობს ტო

gvelesa 17-ოქტ, 00:17

რაულიტო,
ზესტაფონთან ხო დაგვღუპა აქაც ბიჭო ერთი და იგივე მსაჯები იყვნენ.ერთხელაც იქნება დავხვდები ამ კვარაცხელიას სადმე.თამაშის გამეორებას ვუყურე და მაგრად ისმის ჩვენი გინების ხმა : D

Sportnews 17-ოქტ, 00:14

gvelesa,
შენ მერამდენეთ აგინებ ამ მსაჯებს wink wink wink კაი გაანებე მსაჯებს თავი, wink გაიხსენე ელ კლასიკო wink

gvelesa 17-ოქტ, 00:10

თქვენ თამაში არ გინახიათ კვარაცხელიამ რეები ქნა! შეილება ტელევიზორში არ ჩანდა მარა ნუ მოკლედ ვინც მაგას მსაჯობა მიანიჭა იმ კაცის ოჯახში ტრიალებდეს ჩემი "ავლადიდება"

ხო კიდე ბაკავოიზე რომ იდგნენ მსაჯები მაგათი ოჯახები გამომრჩა მაპატიეთ

Sportnews 16-ოქტ, 23:55

არა რა დინამოს ამდენი ესპანელი ტყუილდ ჰყავს, ისევ სჯობია ქართველებზე გააკეთოს აქცენტი

Ditoo 16-ოქტ, 23:54

მაგრად გამიკვრიდა :O 2:0 მეწერა ამის :X
კომენტარის დატოვება






რეკლამა