ჭედიამ შვეიცარიისთვის ახალგაზრდები დარაზმა

ჭედიამ შვეიცარიისთვის ახალგაზრდები დარაზმა

28-10-2011, 17:30

დღეს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – სოსო ჭედიამ, პატარა „ჯვაროსნების“ ის შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც შვეიცარიაში გაემგზავრებიან და 10 ნოემბერს, ევროშესარჩევის მორიგ მატჩში მასპინძლებთან გაარკვევენ ურთიერთობას.

მეკარეები: გიორგი მაკარიძე („ლე მანი“, საფრანგეთი), ჯონი შეროზია („მერანი“, მარტვილი), თორნიკე ზარქუა („დინამო“ თბილისი)

მცველები: ნიკოლოზ აფაქიძე („ბაია“, ზუგდიდი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), ლაშა კალანდაძე („გაგრა“), გივი იოსელიანი („ტორპედო“, ქუთაისი), ივანე კანდელაკი („სკონტო“, ლატვია), მამუკა კობახიძე („ზესტაფონი“), ლევან კაკუბავა („დინამო“ თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი („დინამო“ თბილისი), თორნიკე ოქრიაშვილი („ილიჩევეცი“, უკრაინა), თორნიკე თარხნიშვილი („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა ძალამიძე („ვიძევი“, პოლონეთი), ლუკა გუგუჩია („ბაია“, ზუგდიდი), ზაქარია ბეგლარიშვილი („ფლორა“, ესტონეთი), ზვიად სიხარულია („ბაია“, ზუგდიდი), ჯამბულ ჯიღაური („დინამო“ თბილისი)

თავდამსხმელები: ირაკლი ქობალია („ბაია“, ზუგდიდი), ირაკლი შეყილაძე („ემპოლი“, იტალია)

რაც შეეხებათ ჰოლანდიური „ვიტესის“ ფეხბურთელებს – გიორგი ჭანტურიასა და ვალერი ყაზაიშვილს და თბილისის „დინამოს“ მცველს – დავით ხოჭოლავას, მწვრთნელების გადაწყვეტილებით, ეს ფეხბურთელები U19-თან ერთად თურქეთში გაემგზავრებიან და გიორგი დევდარიანის გუნდს ევროშესარჩევის ელიტრაუნდის საგზურის მოპოვებაში დაეხმარებიან.

სოსო ჭედიას თქმით, შვეიცარიასთან მატჩამდე, გუნდის საქართველოში შეკრება არ იგეგმება. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები მცირე მოსამზადებელ ეტაპს შვეიცარიაშივე გაივლის.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით