Image

დინამომ მერებაშვილი და ძარია წარადგინა

საქართველო 09-იან, 18:369 Sportnews 2397


დღეს დინამო არენაზე ჩვენი გუნდის ახალწვეულთა პრეზენტაცია შედგა. გიორგი მერებაშვილი და ირაკლი ძარია დღეიდან კარიერას დედაქალაქურ გუნდში განაგრძობენ. სერბული ვოივოდინადან მშობლიურ გუნდში დაბრუნებული გიორგი მერებაშვილი, რომელმაც ნოვი სადელთა მაისურით 53 ჩატარებულ შეხვედრაში 11–ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება, დინამოში კვლავ 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

23 წლის ნახევარმცველი, ირაკლი ძარია, რომელმაც ზესტაფონური კლუბის რიგებში 68 თამაშში 7 გოლის გატანა შეძლო, 88 ნომრიან მაისურს მოირგებს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი - სასიხარულოა, რომ მიმდინარე წელს სიახლეებით ვიწყებთ. ყველანი ორიენტირებულნი ვიყავით გუნდის გაძლიერებაზე და დღეს ორ ახალწვეულს წარგიდგენთ. სერბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერი დინამოს უბრუნდება. გიორგისთან ერთად ვიმატებთ საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ნახევარმცველს, ვფიქრობ ირაკლი ძარია თავისი თამაშით საგრძნობლად გაგვაძლიერებს. გიორგისაც და ირაკლისაც უცხოეთიდან არაერთი შეთავაზება ჰქონდათ, მაგრამ მათ დინამოში თამაში არჩიეს, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო.

გიორგი ნემსაძე - დაპირებისამებრ დინამო ძლიერდება. თქვენს წინაშე ქართული ფეხბურთის გულშემატკივართათვის ორი ცნობილი ფეხბურთელია, რომელნიც ჩვენს გუნდს გააძლიერებენ და დინამო თბილისს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლაში დაეხმარებიან. სეზონის განახლებამდე ჩვენს გუნდში ახალწვეულები კიდევ იქნებიან.

გიორგი მერებაშვილი - დიდი მადლობა მსურს გადავუხადო თბილისის დინამოს ჩემდამი ასეთი ინტერესისათვის. მართლაც, ბედნიერი ვარ, რომ კვლავ მშობლიურ გუნდში მომიწევს თამაში. მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯები. ვეცდები გულშემატკივართა და კლუბის იმედების გამართლებას.

ირაკლი ძარია - ბედნიერი ვარ, რომ ისეთ გუნდთან გავაფორმე კონტრაქტი, რომელში თამაშის სურვილიც ბავშვობიდან მქონდა. დინამოს მაისურით თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევა არის და ვეცდები საკუთარი შესაძლებლობები მოედანზე მაქსიმალურად გამოვავლინო და დინამოს ნდობა გავამართლო.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (292)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა