დინამო ესპანურ შეკრებაზე

საქართველო 11-იან, 14:379 Alex_Song 1523 0






დინამო თბილისი საწვრთნელ შეკრებას ესპანეთში გაივლის. დინამოელები 13 იანვარს დილით გაემგზავრებიან ბარსელონაში, სადაც გუნდი 23 იანვრამდე დაჰყოფს. ბარსელონაში ჩვენი გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. სავარაუდოდ, ჩვენი მეტოქეები იქნებიან პრიმერა დივიზიონის ესპანიოლი და სეგუნდა ბ-ს ტერასა.
გუნდი 23 იანვარს, ბარსელონიდან გეზს მარბელასკენ აიღებს, სადაც IMPACT CUP-ის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. დინამოს პირველი მეტოქე პოლონური კრაკოვია იქნება. ჩვენი გუნდი მარბელაში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს. ტურნირის სპეციფიკიდან გამომდინარე მეტოქეების ვინაობა შეჯიბრის მსვლელობისას გახდება ცნობილი. დინამოელებთან ერთად შეჯიბრში მონაწილეობას პოლონური კრაკოვია, კიევის დინამო, ავსტრიის მატერსბურგი, შვეიცარიის იანგ ბოიზი, უნგრეთის ვიდეოტონი, ლიტვის ეკრანასი და ნორვეგიის სტრომსგოდსეტი მიიღებენ.
დინამოელები თბილისში 3 თებერვალს დაბრუნდებიან.

პ.ს ამათ მიხყვება ჩემი გუნდელი 15 წლის ოღონდ ის ფც ბასელონაში მიდის სატესტო თამაშები ექნება ბარსას ასაკობრიბვ გუნდებთან ერთად.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018