Image

დინამო ბარსელონაში გაემგზავრა

საქართველო 13-იან, 12:329 Sportnews 1532


თბილისის "დინამომ" გვიან ღამით გეზი აიღო ესპანეთის ქალაქ ბარსელონისკენ. დინამოელები სტამბულის გავლით ჩაფრინდებიან ბარსელონაში, სადაც Husa Illa-ში დაბინავდებიან.

დინამოელები ბარსელონაში პრიმერა დივიზიონის ბინადარ ესპანიოლთან და სეგუნდა ბ–ს ტერასასთან გამართავენ მატჩებს. ბარსელონაში 23 რიცხვამდე დარჩებიან და შემდეგ მარბელაში გადავლენ, სადაც უკვე Impact Cup-ზე გამოსასვლელად მოემზადებიან.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ თბილისის "დინამოში" საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა ითამაშებს. 28 წლის ნახევარმცველი 1+2 სისტემით გააფორმებს "დინამოსთან" კონტრაქტს და ესპანეთში გუნდთან ერთად გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით გუნდს შეკრებაზე გაჰყვა ასევე ფლანგელი ალექსანდრე გურული.

"დინამო" ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს შესამჩნევად გაძლიერდა. გუნდმა აქცენტი ქართველ ლეგიონერებზე გააკეთა და ქვეყანაში დააბრუნა, რაც მისასალმებელი ფაქტია, გარდა ამისა "დინამომ" იანვარში კიდევ ერთი ესპანელიც დაიმატა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (214)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა