Image

ჩისკოს მატჩის შემდეგ კომენტარი

საქართველო 17-იან, 23:049 Sportnews 1154


ესპანურ შეკრებაზე მყოფმა დინამომ დღეს მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ესპანიოლ B-ს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

გატანილი გოლებით თავი ბრაზილიელმა რობერტინიომ და ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა გამოიჩინეს. მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ერთ–ერთი გოლის ავტორს, ჩისკოს ვთხოვეთ.

ჩისკო – ვფიქრობ თამაშით კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ. ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, რათა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, ისინი გუნდთან შეწყობას მალე შეძლებენ და აუცილებლად გაგვაძლიერებენ. დღევანდელ მეტოქეს რაც შეეხება, გუნდში ესპანიოლის ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომლებიც ცდილობენ პირველ გუნდში მოხვედრას და წარმატებულნი არიან თავიანთ კატეგორიაში. რაც შეეხება შეკრებას, საკმაოდ კარგი შეკრებაა, თავს კომფორტულად ვგრძნობ და მალაგაში უფრო შეკრული გუნდი ვიქნებით. ჩვენი საბოლოო მიზანია ჩემპიონატის სტარტს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ. ვიმედოვნებ ნელ–ნელა მივაღწევთ მიზანს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Richie 17 იანვარი 2012 23:08
ჩისკო რა კაცია belay დაბერდი ხო დინამოში შენ wink
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (171)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა