საქართველო
საქართველოს ნაკრებს ახალი პრეს–სპიკერი ჰყავს

სფფ–ს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის პრეს–სპიკერის თანამდებობა ვაკანტუი აღარ არის. ეს საპასუხისმგებლო ადგილი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა“ მოამბის“ სპორტული ბლოკის წამყვანმა და ჟურნალისტმა, ოთარ გიორგაძემ დაიკავა.

ფეხბურთის ფედერაციაში ოთარ გიორგაძის საქმიანობის სფეროდ მხოლოდ სანაკრებო თემატიკა განისაზღვრა და იგი ამიერიდან მედიასთან მხოლოდ ნაკრების საკითხებთან დაკავშირებით იურთიერთებს.

ამ დროისათვის, ოთარ გიორგაძე ნაკრები გუნდის პრეს–სპიკერის თანამდებობაზე პირველი სამუშაო მივლინებით საქართველოს 17 წლამდე ნაკრებ გუნდთან ერთად ბელორუსიაში, მინსკის საერთაშორისო ტურნირზე იმყოფება.












კომენტარის დამატება