ოვონიკოკო საქართველოს მოქალაქეა

საქართველო 09-თებ, 19:219 Sportnews 1297 2






საფეხბურთო კლუბ გაგრას ყოფილი ფეხბურთელი, აბაიომი ოვონიკოკო საქართველოს მოქალაქე გახდა.

გასული წლის დეკემბრის თვის ბოლოს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრში შეტანილ იქნა განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სახელზე, აბაიომი სეუნ ოვონიკოკოსთვის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.

მიმდინარე წლის იანვრის თვეში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხდა სპეციალურ კომისიასთან შეხვედრა და დღეს უკვე ცნობილი გახდა, რომ ოვონიკოკოს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

ამჟამად, ოვონიკოკო ესპანეთში იმყოფება საფეხბურთო კლუბ ზესტაფონთან ერთდ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი, მოხდება ცალკეული დოკუმენტების წარდგენა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და რამდენიმე საათში ეს უკანასკნელი საქართველოს პასპორტსაც მიიღებს. საინტერესოა ითამაშებს თუ არა "ქართველი" ოვონიკოკო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

STEVEN 09-თებ, 23:05

იმედია გამოგვადგება, ჩვენ ეროვნულში ლეგონერი არ მგონია ათამაშონ :)

Sportnews 09-თებ, 19:21

თუ კარგად ითამაშა და აჯობა ქართველ ფორვარდებს მე მომხრე ვარ ნაკრებშიც ითამაშოს, გაასწორებს, იქნებ ამან მაინც გვიშველოს რამე 8
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018